Saturday, October 4, 2008

სხვისი ჯიბე

რა ადვილად ყოფენ ხელს ჯიბეში,
სხვის ჯიბეში!

საშინელი შეგრძნებაა, როცა საკუთარ სახეებს სხვების ლექსებში აღმოაჩენ. ეს არაერთხელ გამოვცადე. გუშინდელმა საბოლოოდ გამაბრაზა და გადავწყვიტე, რომ ახალ ლექსებს ინეტში აღარ გამოვაქვეყნებ. აქ არ არსებობს ავტორი, არსებობს კოლექტიური ავტორი –მონსტრი. ან შეეზილები მასას, ან წახვალ.

მე მხოლოდ ჩემ განცდილს ვწერ. პრაქტიკულად, ყველაფერი ბიოგრაფიულია. წერისას განცდები, როგორც აჩქარებული კადრები, ისე გამირბენენ თვალებში - სახეებად. აი, ასე ჩნდებიან ლექსები.
ეს გრაფომანები კი – არ ვიცი, როგორ წერენ, ან რაში ჭირდებათ სხვისი ბიოგრაფიის ნაფლეთები, რა ჯანდაბას აკოწიწებენ...

ცუდ ხასიათზე ვარ.
ძალიან ცუდზე.

პ.ს. მყუდროა ჩემი ბლოგი. ჩემთვის.

3 comments:

Kate said...

ეეე, ვინ ქნა რო???

Anonymous said...

”ერთი მაგათიც...” ფიქრსაც აგწაპნიან... პირიქით, ჭეშმარიტი ავტორის დამცველი ”საჯაროობა” და მხილებააა...”

ყალმითა ყალბით…
(სატირა ლიტხედვით…)

ცას არ აკლია სიახლე და
დიდება სიტყვის,
ცას არ აკლია გაბრწყინება
თამამი აზრის…
მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს
ამაყად აზის,
ვერ გამოჩეკა მცირე აზრიც
და მაინც აზის…
ანტიკურ სიბრძნეს საღი ადევს
ფერი და მადლი,
თუმცა ვაგლახობს გადაფეროს
ყალმითა ყალბით,
მაგრამ ვერ იქნა,
ვერ შეიცნო
ის სიბრძნე პრანჭვით,
უვიცის შეძლო გაბრიყვება
ქურდული ბაძვით…
მორითმე კაცი აწაპნილ ტაეპს
ამაყად აზის…
და ყელყელაობს ცაში ნაწრთობ
პოეტთა ზრახვით…
ფსევდოტალანტი, პლაგიატი
დაგვმოძღვრავს ფახით,
მოაზრე კაცის დამცემია
გესლით და მალვით…

3.09.2000

Keti said...

ქეთ, ერთმა "პატივცემულმა":)
და პირველი შემთხვევა არ იყო მას მერე, რაც ვაქვეყნებ...


ბატონო ჯანრი, ალბათ მართალია, რომ "პირიქით, ჭეშმარიტი ავტორის დამცველი ”საჯაროობა” და მხილებააა...”
უბრალოდ, ახლა ნამდვილად აღარ მსურს. მომავალში ვნახოთ.
გმადლობთ.