ის წერილი უნდა ვიპოვნო სახლის არქივში – მარტივად თქმაზე, ოდესღაც რომ გამოვაქვეყნე...
მანამდე სხვა სიმარტივეები, ისიც იმიტომ, რომ ბოლო დროს ოთხივე შემთხვევა მქონდა, თორემ ახალი არაფერი:
* როდესაც ადამიანი არ მოგწონს და მას ის მოსწონს, რაც შენ – ბრაზდები. ამბობ – ოო, შეუძლებელია! ის მე არ მგავს.
* როდესაც ადამიანი არ მოგწონს, ოღონდ ეს უბრალოდ კაპრიზია – ამბობ იგივეს და ამატებ, რომ პირველს შენ მოგეწონა.
* როდესაც ადამიანი მოგწონს და გემოვნებაც ემთხვევა – გიხარია – ვა, რა მაგარია! მერე ამაზე ბევრს საუბრობთ და იცინით. ან არც საუბრობთ, მაგრამ გიხარია.
* მაგრამ, როდესაც ადამიანი მოგწონს და მას განსხვავებული
რამ მოსწონს – ეს უკვე სხვაა – ინტერესდები: ნახულობ, ისმენ, ეხები, კბეჩ... ცდილობ, "მოირგო", მხოლოდ იმიტომ, რომ ის უკეთ გაიცნო. შეიძლება არ მიიღო, მაგრამ ნეიტრალური რჩები.
Tuesday, January 27, 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
2 comments:
გეთანხმები. მარტივი ფსიქოლოგიაა :) არ გინდა ის ადამიანი გგავდეს, რომელიც არ მოგწონს და წარმოუდგენლად მიგაჩნია, რომ მასაც შეიძლება ის, მოსწონდეს, რაც მხოლოდ შენ ;-))) თან მაშინ, როცა შენი თავი special გგონია :)
დიდი მადლობა შენი კომენტარისთვის. მეც სიამოვნებით აღმოვაჩინე შენი ბლოგი :) უფრო სწორად აღმოვაჩინე და ვისიამოვნე.
კი, ასეა :)))
დიდი მადლობა! :)
Post a Comment