Monday, February 2, 2009

ერთი კვირა, კედელზე

გინდათ, დაინახოთ, როგორ იცვლიან ადგილებს: მაღლა და დაბლა, ახლოს და შორს, მარჯვნივ და მარცხნივ, დღე და ღამე,
ცა და წყალი? როგორ კავშირდებიან სხვადასხვა წერტილები, ზედაპირები, თუ სამყაროები? გაიხსენეთ/დაათვალიერეთ
მორის კორნელიუს ეშერის ნამუშევრები.
დღეს მის ლითოგრაფიას გამოვფენ – ხელებს, ხატვისას...

*
ეს კვირა ეშერის იყოს. ამჯერად, კედელი მისი "შეხლა-შემოხლის" რინგია :)

2-8 თებერვალი.

6 comments:

Anonymous said...

რა კარგია, რომ მხატვრობასთან ასე ახლოს ხარ. მე ასე არ შთამაგონებს ფერწერა, უფრო მუსიკა, ლიტერატურა, მაგრამ ყოველთვის მინდოდა ხატვა მცოდნოდა და სხვა სამყაროში გადავსულიყავი. მომწონს შენი პოსტები, როგორც დავწერე, მამშვიდებს. დინა რუბინას აქვს ერთი კარგი ფრაზა თავის მოთხრობაში, რომ აუცილებელი არ არის ადამიანმა რეალობა აღწეროს, რომელიც აგრესიული და საშინელია, ჯობია - იმაზე ისაუბროს, რასაც თვითონ გრძნობსო. ჰოდა, შენს პოსტებშიც სწორედ ეს იგრძნობა.

Keti said...

სოფი, ოდესღაც, ანუ ბავშვობაში ხატვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დროის დიდ ნაწილს ვუთმობდი და განწყობას ასე გადმოვცემდი..
ახლა მხოლოდ ვათვალიერებ და ვცდილობ, ჩემი განწყობა სხვების ნამუშევრებში ვიპოვნო.

მართალია, უმეტესად იმაზე ვსაუბრობ, რასაც ვგრძნობ, მაგრამ ჩემი გრძნობების საფუძველი ყოველთვის რეალობაა.

Anonymous said...

ვიცი. უბრალოდ, მე მიყვარს ხანდახან რეალობის დავიწყება და ლიტერატურულ სამყაროში ისე გადავარდნა, რომ ზოგჯერ არც მაინტერესებს, რა იყო სინამდვილეში. მაგალითად, იესო ქრისტე, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა იმას, მართლა აღდგა თუ არა მკვდრეთით (ქრისტიანულად საშინელ მკრეხელობას ვამბობ, ვიცი), უბრალოდ მომწონს მისი პიროვნება, აზრები, ქარიზმა და ბავშვური სიკეთე. უცნაურია, მაგრამ სულ ასე მეფიქრება მასზე :-) თუნდაც ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდე, ყველაზე საუკეთესო ადამიანი იყო ალბათ ამქვეყნად.

Keti said...

საინტერესოა, ასე.. :)
ოღონდ, მე წერისას საკუთარს, უკვე განცდილს ავღწერ.

Anonymous said...

ki, vwer dgemde ragacebs. lit.ge-ze vdebdi xolme, axla ragac sheveshvi :|

Keti said...

ძალიან კარგი :)
და საინტერესო