Thursday, February 5, 2009

ტკბილი


წეღან, გზაზე ვფიქრობდი, რომ ამ საღამოს მულტფილმებს ვუყურებდი და არაფერზე ვიფიქრებდი.. ცოტა ხნით, მაინც.
სოფის ბლოგზე კი, სულ რამდენიმე დღის წინ რომ აღმოვაჩინე და ყოველთვის ინტერესით ვსტუმრობ, ისეთი პოსტი დამხვდა...
ჩემი ბავშვობისდროინდელი ოცნება გამახსენდა – მუსტანგიანი ინდიელი გოგო ვყოფილიყავი და ისე გამეღიმა :))
მუსიკა, არქიტექტურა, ძველი მანქანები და რაც მთავარია – ხალხი! აი, რა მიზიდავს კუბაზე! და კიდევ, შეგრძნება, რომ იქ ჩემი ბავშვობის მოძებნა შემიძლია, რადგან არაერთი "მიზანსცენა", რომლის ფონზეც გავიზარდე, ისევ შემორჩენილია..
ჰო, მშვენიერი შედარებაა: ზემო თაროზე შენახული ტკბილეული – ბავშვისთვის:)
იმედი მაქვს, ოდესმე თაროს მივწვდები..

აქ – ბენი მორე და ბევრი, ბევრი საყვირი.
სხვათაშორის, ბარბარაბატირი – პირველი ნამღერი მამბოა..

2 comments:

Anonymous said...

ძალიან გამიხარდა ეს პოსტი. ისეთი თბილი შეგრძნებებით იყო სავსე. ისედაც სიამოვნებით ვკითხულობ შენს ნაწერებს და ახლა განსაკუთრებით, მომინდა კუბაზე, ყველაზე თავისუფალ ადგილას მსოფლიოში, სადაც ჯერ კიდევ უხარიათ ადამიანებს სიცოცხლე, თავისუფალი სული აქვთ შერჩენილი და ზომბები არ გამხდარან. ჩემი ბავშვობის ოცნებებიც იქაა, ქეთი, ალბათ შენს ოცნებებთან ერთად :-) ვიმედოვნებ, ფიდელი ჯერ კიდევ დიდხანს იცოცხლებს, სანამ მე მოვახერხებ და ჩემს ოცნებებს დავედევნები კუბაში (თუ კუბაზე).

Keti said...

სოფი, მართალია, კუბელებს განსაკუთრებული სილაღე აქვთ შერჩენილი და კიდევ, ამ მოგზაურობაზე ფიქრისას მეც ასე ვამბობ ხოლმე – სანამ ფიდელი ჰყავთ.. ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა :)
გმადლობ მათთვის და შენი პოსტისთვის, ამდენი პოზიტიური განცდის გამომწვევი რომ გახდა:)