...
ყოველდღიურობა: თვალებზე ხელების აფარება. ყურებში თითების დაცობა. თავზე საბნის წაფარება.
ჩემს ქაოსს სიტყვებს ვერ ვარგებ და აქ შევწყვეტ.
...
11 თვე დარჩა წლის ბოლომდე. პირველი თებერვალია. თოვლი, სიცივე. ზამთარი – ხანგრძლივად ისეთი, როგორიც მკლავს. თუმცა წელს ერთი რამ შევამჩნიე: სითეთრის ცქერა მომწონს და მასზე ხეების შავი ტორსებისაც. უმეტესად ცისფერი მაცვია. ვეძებ დროს, სიმშვიდეს, სითბოს. ამ ორშაბათს, როცა მზემ გამოანათა, სასაცილო ბეღურები ვნახე. გუბეში ბანაობდნენ. გაგიჟებულან-მეთქი. შორიდან ავუარე გვერდი – არ დამფრთხალიყვნენ. მერე ვიფიქრე, სხვა რამ ხდებოდა: მათთვის ის ცოტა მზეც გაზაფხულისა იყო.
4 comments:
გუშინ ყინვაში ვისეირნე მთელი საათი, თავს შთავაგონე რომ მზე გაზაფხულის იყო :))
დამაინტერესა ფოტოპროექტმა)
კარგია :) მეტი რა გზაა :)
მეგონა, საიტი ჩავინიშნე. მოვძებნი იმ ლინკს და ტექსტში ჩავამატებ..
პირველი სურათი მეცნო :)
თებერვალი რატომაა ხოლმე ასეთი ქაოსური და გათოშილი ნეტა? ჩემი წინა თებერვლები გამახსენდა და სასწაულად ნერვიული პერიოდები მქონდა ხოლმე.
სოფი :)
ჰო, ჩემთვისაც და ვერ ვხსნი, რატომ. არ მიყვარს ეს თვე.
Post a Comment