Tuesday, August 12, 2008

დამთავრდა?

ვინ იცის..
და რა დარჩა?
გვამები, ნანგრევები და კითხვები.

გული მეწურება, ამათ რომ ვუყურებ – ე.წ. ესტრადნიკებს.
ჯანდაბა.
წუხელ და ახლაც, ამ წუთებშიც გვბომბავენ..
და ამბები, ამბები.. გმირებზე.
ჰო, გმირებზე.

არვიცი, ხვალ რა იქნება.
წუხელ საშინელი ღამე იყო. კარსა და კომპს შორის გავატარე, ყოველი გრუხუნის თუ სიწყნარის შესაბამისად.

4 comments:

Kate said...

აუ რა ნერვები მაქვს მოშლილი დღევანდელი კონცერტის გამო...
ხალხი იბომბება და ესენი მღერიან...

Keti said...

:((
განადგურებული ვარ. სული მტკივა.

Kate said...

გული მტკივა, რომ ესენიც ქართველები არიან და მეც....
რატომ გვიყვარს ყველაფრისგან მასკარადის გაკეთება???
რატომ არ შეგვიძლია ნორმალურად გლოვა???
რატომ ემსგავსება თითოეული ქართული ქელეხი ღრეობასა და ტაშფანდურს???
ნუთუ არ შევიძლია იმ ადამიანების მდგომარეობაში შევიდეთ, ვინც დღეს საკუთარ ნათესავებსა და ახლობლებს კარგავენ...
კარგავენ ყველაფერს...





პ.ს. Word Verification მოაშორე მერე რა...

Keti said...

ასეა, ქეთ :(

მაინც და მაინც ჩვენი ოჯახის წევრი უნდა მოკვდეს, ჩვენი სახლი უნდა დაინგრეს, რომ გამომეტყველება შეგვეცვალოს?!

ეჰ.


პ.ს. მოვაცილე. აქამდე ყურადღება არ მიმიქცევია და..