Monday, November 3, 2008

ერთი კვირა, კედელზე

ვერ გადავწყვიტე – მთელი თვის თუ ისევ ისე :) ვფიქრობ, ასე უფრო ლამაზია, ისე – უფრო პრაქტიკული.

ვიდრე მოვიფიქრებ, შილეს ტილოს, რომლის განწყობას არ დავუტოვებივარ, მაინც ჩამოვხსნი და დიეგო რივერას ნამუშევარს შემოგთავაზებთ. რივერა საყვარელი მხატვარი არ არის, მაგრამ ამ ყვავილების გამყიდველის მხრების სიმძიმე ისე მავსებს ემოციით და ისე მეცნობა..
კიდევ, მგონია, მის უკან სიკვდილი დგას, რომელიც ყვავილებს ადამიანებთან ატანს, რომ გაინაწილონ და სათითაოდ დაუბრუნონ. ასე – კალების გამო..

***
წერილში მკვიდრ ამერიკელებზე წერისას ვორჰოლის ინდიელი გამახსენდა. ასე რომ, ვუთმობ კედელს..

3-9 ნოემბერი.

2 comments:

nati kuda said...

არ მიყვარს კალები, სიკვდილთან ასოცირდება მიხაკებთან ერთად :(

Keti said...

ჰო, ჩემთვისაც.. ეს ტილოც შესაბამის განწყობას მიჩენს.
არადა, ლამაზი ყვავილებია.