მინდა, გამოვფინო ჩემი გადამწვარი ნათურები
და ტანის ოდნავ რხევით ვუთხრა ყველას:
ლა-ლა,
აი, მე რა მაქვს, -
ჩამქრალი ნათურები,
აი, ის წვრილი ძაფივით ჩამწყდარი ზამბარები,
არ გინდათ, კარგად შეათვალიეროთ?
ლა-ლა,
მე ნათურის გამოცვლა არვიცი
და როცა ვიცი -
არ მაქვს ახალი ნათურები.
ლა-ლა,
სანთლის შუქზე ყველა ერთ ოთახში გროვდება,
მე შემიძლია, ხელი გავიწოდო და
შევეხო,
ნებისმიერს..
მოდი ახლოს,
ნახე ჩემი ჩამქრალი ნათურები,
შორიდან არ ჩანს გაწყვეტილი ზამბარა..
ან, არ გინდა ახლოს,
დარჩი ორი ნაბიჯით უკან -
ვერ მოგწვდები და
ჩრდილი იქნები.
ბნელში იდექი,
სანთელი,
ლამფა,
სანთებელა,
უბრალოდ, ასანთი გეჭიროს ხელში..
ჩემი ხელები ჰაერს უსინჯავენ ნაკვთებს:
აი, სუნი..
აი, სითბო..
აი, ტალღა..
დამტოვე ტალღების პატრონად,
ბგერების პატრონად
და გეჭიროს ხელში ასანთის ღერი,
ვიდრე უცებ არ გაგახსენდება,
რომ ჯიბეში გაქვს ახალი ნათურები,
ციმციმა ნათურები,
ფერადი..
ჩრდილო, მოიწიე,
ჩაყავი ხელი ჯიბეში -
დაგეწვა.
ქეთი გზირიშვილი
Monday, April 21, 2008
Subscribe to:
Post Comments (Atom)
4 comments:
მაგარია... არ მინდა ”თინეიჯერობა”... შენი ხმა გაქვს... რაღამც ჩაავლე, ეგ შენი იღბალია...
გმადლობთ..
კარგია, თუ იღბლიანი ვარ :)
გონიერი, კარგი გემოვნების საქალბატონე, ქალიშვილი თუ ქალბატონი თავისებურად მოხდენილიცაა... ეგ უკვე იღბალია... დანარჩენი ”ჩავლებაზეა”... ”იღბლიანი წამის” ჩამოქროლებას ვგულისხმობ... ”დეპრესია” არ უნდა ანებივრო...
ფამილიარობად ნუ ჩამითვლი და ”ბლოგიკო” ქალების უმეტესობა რატომ იყურებით ჭუჭრუტანებიდან.... აზრის გამოთქმა-დაგემოვნებისას სასურველია იცოდე მიახლოებით რა ასაკის ადამიანთან გაქვს მიმოწერა... თორემ ფროდისა არ იყოს შეხედულებათა განვითარებით გატაცებული ”ჭარმაგიც” შეიძლება ” დაიწვას...”
პოეზიასთან დაკავშირებით არ მიწოდეთ იღბლიანი?
ჰო, კიდევ, რაკი ფოტოზე ერთი თვალით ვარ, ჭუჭრუტანიდან მომზირალად აღმიქვამთ? :))
და ეს "ბლოგიკო" ისე ჟღერს :))
დაახლოებით მამაჩემის თაობას ეკუთვნით.
როგორც მივხვდი, ლიტერატორი ხართ და კომენტარები (თუ სურვილი გაგიჩნდებათ) ამ კუთხით მაინტერესებს.
Post a Comment