Saturday, November 22, 2008

შენიშვნა

გუშინ, სენტიმენტალური საღამოს მიუხედავად, ერთი არასენტიმენტალური კითხვა დამებადა – თარგმანის შესახებ.
წიგნში, რომლის მთარგმნელი გიორგი ეკიზაშვილია, უფლისწულმა 44–ჯერ უცქირა მზის ჩასვლას, გიორგი ჩიმაკაძის თარგმანში – 43-ჯერ. 44 თავიდანვე თვალში მომხვდა, რადგან ასე არ მახსოვდა (სიმბოლოები რატომღაც, გაუცნობიერებლად, ყოველთვის მელექება მეხსიერებაში. კიდევ, 43 ჩემთვის 7–მდე მცირდება). დღეს გადავწყვიტე, მივიწყებული ფრანგული გამეხსენებინა და ინეტს მივაკითხე ფრანგული ვერსიის მოსაძებნად:
"- Un jour, j'ai vu le soleil se coucher quarante-trois fois !
Et un peu plus tard tu ajoutais:
- Tu sais... quand on est tellement triste on aime les couchers de soleil...
- Le jour des quarante-trois fois tu étais donc tellement triste ? Mais le petit prince ne répondit pas."

ჰოდა ასე, ორმოცდასამია ნამდვილად:)
და აღმოვაჩინე, რომ მთლად არ დამვიწყებია ფრანგული:) ლაპარაკის შეძლების რა გითხრათ, მაგრამ ამ წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩნდა და მგონი, ძალიან არ უნდა გამიჭირდეს, თუ ლექსიკონსაც მოვიშველიებ.

4 comments:

nati kuda said...

44 სადაც წერია, ეგ თარგმანი ძალიან არ მომეწონა. აშკარად შეცვლილია ბევრი რამ. ნუ აზრი არა, მაგრამ წინადადებები უფრო ისე აქვს ნათარგმნი, პატარა უფლისწულს რომ არ შეეფერება : )

Keti said...

ჰო, მეც მაინც და მაინც არ მომწონს. ნაწყვეტი, რომელიც პოსტში დავდე, ჩიმაკაძის თარგმანიდან არის, მაგრამ იქაც აკლია "იცი...". შეიძლება ეს წვრილმანია და ჩაკირკიტებად არ ღირს, მაგრამ ჩემი აზრით, საუბარს უფრო უშუალოს გახდიდა :)

nati kuda said...

სწორედ რომ წვრილმანების გამო მოგვწონს ან არ მოგვწონს რამე, თორემ იდეალური არავინ და არაფერია : )

Keti said...

ასეა :)