Monday, March 29, 2010

ერთი კვირა, კედელზე

დღეს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მხატვარს, ე. წ. მაგიური რეალიზმის წარმომადგენელს – ჯორჯ ტუკერს გამოვფენ. ის 1920 წელს, ამერიკაში დაიბადა – ბრუკლინსა და ბელპორტში იზრდებოდა. ტუკერი მშობლების ნებას დაჰყვა და ჰარვარდის უნივერსიტეტში ინგლისური ლიტერატურის შესწავლას შეუდგა, თუმცა ხატვა არ მიუტოვებია. შემოქმედების ადრეულ წლებში რამდენიმე მხატვრის, მათ შორის ედუარდ ჰოპერის, გავლენას მიაწერდნენ (მის ნამუშევრებზე განათებისთვის დიდი ყურადღების მიქცევამ და ამერიკული რეალობის მთავარ თემად არჩევამ მეც ჰოპერი გამახსენა). ტუკერის გამორჩეულ ხელწერას მისი შესრულების ტექნიკა – მივიწყებული ტემპერაც განსაზღვრავს.
ჯორჯ ტუკერი ნამუშევრებში საზოგადოებაში ერთიანობის, თანაგრძნობის, სიკეთის ნაკლებობას ასახავს. ისეთი, "როგორც სამოთხესა და განსაწმენდელს შორის" – წერდნენ მის მხატვრობაზე. მისი ყველაზე ცნობილი ნახატებია: "მეტრო" (1950) და "მთავრობის ბიურო" (1956; ბიუროკრატიული აპარატის აღწერის გამო ტუკერს ხშირად კაფკასაც ადარებენ), თუმცა კვირის მანძილზე სხვა ნამუშევრებს გამოვფენ.
*
პირველი არჩევანი "ოდალისკია" – ორნამენტების გამო ძალიან მეახლობლა :)
*
ტუკერს რამდენიმე საყვარელი თემა აქვს, მათ შორის ერთ-ერთი – სანათების. მისი სანათები ყველა ნახატში მსგავსია, შეფერილობით – თბილ ტონებში; ადამიანებს კი, რომლებსაც ისინი ხელში უჭირავთ, სახეებზე ერთდროულად სიმშვიდე, სევდა და მარტოობა ესახებათ. აი, ერთი მათგანი.
*
კვირის ბოლო ნამუშევარი: ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, რადგან ხშირად ამას ვგრძნობ თუ ვხედავ – ადამიანები ასე მარტოები არიან, საერთო ჰაერს ყლაპავენ (ტუკერის ნახატი მხოლოდ ამ სიტყვას მკარნახობს), მაგრამ იზოლირებულები ერთმანეთს ვერ და არ ამჩნევენ; თვალები ცარიელი და სასოწარკვეთილი აქვთ, ოღონდ ვინ ჩაიხედავს მათ თვალებში – კედლები ვიწროა და მაღალი.

29 მარტი –
4 აპრილი.

6 comments:

clown said...

სიმართლე რომ გითხრა ტუკერი ცოტა არ მომწონს :შ

Keti said...

როგორც ამბობენ, სადავო არაფერია :))
მე ადრე რეალისტი მხატვრები არც ისე მომწონდნენ და ბოლო დროს ძალიან გამიტაცეს...

Tomushka said...

ra ucnauri namsushevaria. ragacnairad 3D animacias gavs.

ina said...

ratomgac ver magelvebs realizmi mkhatvrobashi, tumca Tooker-is naxatebi dzaan molaparakea unda vagiarot. kartvelebsac ar gvacyenda sazogadoebrit ase dainteresebuli erti mxatvari. mgoni gei iyo tookeri tu ar vcdebi, bevrs xatavda mag temaze.

http://www.artnet.com/artwork/425925136/291/george-tooker-study-for-window-vi.html

Keti said...

* ტომუშკა :)


* ინა, მართლაც, თითქოს გველაპარაკება და უნდა, რომ მოვუსმინოთ. მეც ეს შთაბეჭდილება მრჩება.
ჰო, ჩვენც იმდენი "მოსაყოლი" გვაქვს...
კი, ტუკერი გეი იყო. ქალის და მამაკაცის სიყვარულსაც ასახავდა და რამდენიმე ნახატი ძალიან მომწონს.

მადლობა :)

Keti said...

* ტომუშკა :)

* ინა, მართლაც, თითქოს გველაპარაკება და უნდა, რომ მოვუსმინოთ. მეც ეს შთაბეჭდილება მრჩება.
არ გვაწყენდა, ჩვენც იმდენი "მოსაყოლი" გვაქვს...
კი, ტუკერი გეი იყო. ქალის და მამაკაცის სიყვარულსაც ასახავდა. რამდენიმე ნახატი ძალიან მომწონს.

მადლობა :)