Sunday, July 18, 2010

share: ფოტო

ფოტოგრაფმა ფერდინანდო შანამ ამ ფოტოს ნახვის შემდეგ დამაინტერესა. ერთ კადრში სამი სხვადასხვა მდგომარეობის (და ამბის) გადმოცემა შთამბეჭდავია: ცენტრში – ობიექტივში თითქოს შემთხვევით მოხვედრილი იტალიელი მწერალი ლეონარდო შაშა; გოგონები (მიუხედავად მათი გაკვირვებული სახეებისა), როგორც ჩანს, გადაღებას ელოდნენ, თუმცა მგონია – როგორც შეჩერდნენ, ისევე სწრაფად გაიქცევიან; იესო ფოტოს უკანა ფონზე თითქოს არც ტოვებს ნახატის შთაბეჭდილებას. ამ ფოტოს არაერთხელ მივუბრუნდი და საბოლოოდ, ბლოგზე დადებაც გადავწყვიტე.
მე მომწონს მეტყველი, "მოძრავი" – რეპორტაჟული და მახვილგონივრული (ალბათ მახვილხედვიანი უფრო შეესიტყვება) ფოტოები. ფერდინანდო შანა უმეტესად სწორედ ასეთ, ძირითადად შავ–თეთრ, ფოტოებს იღებს.
დაიბადა სიცილიაში, 1943 წელს. 1965 წელს პირველი ალბომი გამოსცა, რომელშიც რელიგიური დღესასწაულები ასახა. წლების მანძილზე მუშაობდა ფოტორეპორტიორად, მოგვიანებით – მოდის სფეროში. 1982 წლიდან მსოფლიოში პირველი ფოტოსააგენტო "მაგნუმის" წევრია, რომელიც რეპორტაჟული ფოტოგრაფიის განვითარებისთვის შეიქმნა და დღეს ყველაზე პრესტიჟულ ფოტოსააგენტოდ ითვლება.

რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ, დანარჩენი კი – მაგნუმზე :
* ბავშვები
* marpessa (1987). ცნობილი მოდელი მარპესა შანას რჩეული მოდელი იყო. აქვე: შანას არაერთ ფოტოზეა გამოსახული ასაკობრივი კონტრასტი.
* უსათაურო
* კამი, ბოლივია (1986)
* ეს ფოტო ბუდაპეშტშია გადაღებული, 1990 წელს. გორის ანალოგიური აქტი გამახსენა – 20 წლის შემდეგ.

6 comments:

Toma said...

რა უცნაური ფოტოა.
ისე რა ბედნიერებაა ადამიანმა როცა იცის კარგი ფოტოების გადაღება, საინტერესო კადრების დაჭერა.

clown said...

უცნაურია და კარგი ^_^

babisa said...

saintereso fotografia :)) sammoqmedebiani fotoc mshvenieria :)

Keti said...

* ტომა, მართლა კარგია..
* გიო :)
* ბაბისა, მეც ასე მგონია :)

Maya Jims said...

უჩვეულო და საინტერესო ფოტოა. ერთხელ შეხედვა არ მყოფნის. ასე მგონია, რაღაც გამომრჩა და ისევ ვუბრუნდები.

P.S. ყოველ შემოსვლაზე უფრო ვინტერესდები შენი ბლოგით.

Keti said...

ზუსტად ასე დამემართა – იმდენჯერ მივუბრუნდი.

მიხარია :)