Thursday, April 14, 2011

"გუგლ-დუდლები", ანუ ის, რაც ყოველთვის მომწონდა


ყოველთვის მახალისებდა და მომწონდა yahoo-ს ანიმაციები და google-ს ლოგოები, იგივე გუგლ-დუდლები (google-doodles) რომლებსაც განსაკუთრებული თარიღებისთვის ქმნიან და მთავარ გვერდზე ათავსებენ. ეს არაერთხელ მითქვამს, ზოგიერთი შემინახავს კიდეც.
დღეს მინდა დავწერო ადამიანზე, რომელიც გუგლის ლოგოებს ქმნის. ეს დენის ჰვანგია, იგივე ჰვანგ ჯეონგ-მოკი, გრაფიკაში მომუშავე არტისტი. ჰვანგი 1978 წელს ნოქსვილში (ტენესის შტატი, აშშ) დაიბადა. ხუთი წლის ასაკიდან კორეაში ცხოვრობდა. 2003 წელს ისევ ნოქსვილში დაბრუნდა. მის მიერ გუგლისთვის შექმნილი პირველი ლოგო "ბასტილიის დღე" იყო, რომელიც 2000 წლის 14 ივლისს გამოქვეყნდა. მას შემდეგ, ჰვანგი ყოველ წელს დაახლოებით 50 ლოგოს ხატავს. თუმცა, გუგლ-დუდლების ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო: პირველი ლოგო – "აალებული კაცის" (Burning Man) ფესტივალზე წარსადგენი კორპორატიული ემბლემა – გუგლის დამაარსებლებმა, ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა, 1998 წელს შექმნეს. 2000 წლიდან კი, გუგლ-დუდლერის ხელმძღვანელობა დენის ჰვანგს მიანდეს – არტისტს, რომელიც დღეისათვის "ყველაზე ცნობილი უცნობი მხატვარია მსოფლიოში – მისი ნამუშევრები არ ინახება მუზეუმებში, თუმცა ასობით მილიონჯერ არის ნანახი".

იაჰუსგან განსხვავებით, რომელიც ანიმაციებს ძირითადი დღესასწაულებისთვის ქმნის, გუგლი გლობალურია: ის აღნიშნავს როგორც საყოველთაო თარიღებს (ახალი წელი, დედამიწის დღე, დედის და მამის დღეები, ოლიმპიური თამაშები...), ასევე მსოფლიოში ცნობილი ადამიანების დაბადების დღეებს (ვან გოგი, რენე მაგრიტი, კარლოს გარდელი, დიზი ჯილესპი, რეი ჩარლზი, ალფრედ ჰიჩკოკი,, მარტინ ლუთერ კინგი...). განსაკუთრებით მომწონს ის, რომ 50-ზე მეტი ქვეყნისთვის სპეციალურად იქმნება ლოგოები მათი დამოუკიდებლობის დღეებისა და სხვა საერო დღესასწაულების, წმინდანთა დღეების, საზოგადო მოღვაწეების დაბადების თარიღების, ქვეყნის "სავიზიტო ბარათად" ქცეული მოვლენების აღსანიშნად (კარგი იქნება, საქართველოც იყოს ამ ჩამონათვალში). 1998 წლიდან 1000-მდე დუდლია შექმნილი.

არქივის თვალიერებისას უმეტესი ლოგოს გამოფენა მომინდა. რა თქმა უნდა, ერთ პოსტში ეს გამიჭირდება, მაგრამ არ შემიძლია, გვერდი ავუარო მხატვრების, მუსიკოსების, მწერლების, მამის დღის, ესპანური და იაპონური დღესასწაულებისთვის შექმნილ ლოგოებს...
ვიპოვნე ჩემი საყვარელი მხატვრები:

ნაციონალური ლოგოები კარგად გამოხატავს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს. ლოგოები იაპონიისთვის გამორჩევით მომეწონა: ერთადერთი ერია, რომელსაც მოხუცებისა და ბებია-ბაბუის დღეების აღსანიშნი ლოგოები აქვს, რის გამოც კიდევ ერთხელ დავაფასე (ვვარაუდობ, რომ სხვა ქვეყნებში ამ დღეებს არ დღესასწაულობენ); გარდა ამისა, არსებობს იაპონელი მხატვრებისა და რეჟისორის, არჩევნების დღის ლოგოები.

საინტერესოა (და სახალისოც) წმ. გიორგის და დედამიწის დღის, ლიტერატურული თუ მულტფილმების გმირების, ჰელოუინის და ა. შ. ლოგოების სერიები; ბელკას და სტრელკას კოსმოსში გაფრენისა და ხეების დღეებიც კი აღინიშნება. პროფესიული ნიშნითაც მოვნახე ერთი ლოგო: ეროვნული საბიბლიოთეკო კვირეულისთვის, რომელიც ამერიკაში გაიმართა.

და ბოლოს, ანიმაცია, რომელიც გუგლის მთავარ გვერდზე შარშან, ჯონ ლენონის დაბადების დღეს გამოქვეყნდა და ძალიან მომეწონა:



9 comments:

Rode said...

ქეეთ არ ვიცოდი ეს ამბები, როგორ მომეწონა. არა ეს დუდლები კი ვიცოდი, მაგრამ ისტორია არა.
ძალიან კრეტიული მიგნებაა ;))

babisa said...

mec zalian miyvars
da saertod google miyvars <3

Keti said...

* როდე, გეთანხმები :) :*

* ბაბისა, მეც <3

Toma said...

ძალიან მომწონს გუგლის ლოგოები :)

Keti said...

ტომუშკა :)

Arsen said...

დუუუუდლ შედევრული:)
http://www.google.com/pacman/

Keti said...

კი, ძალიან მაგარია! :)

Lord Vader said...

სახალისოა ხოლმე...
თუმცა, ზოგჯერ ისეთ რამეებს აღნიშნავს გუგლი, მაგათ გარდა რომ არავის ახსოვს.:)

ისე, მე საერთოდ ვერ ვხედავ ხოლმე. პირდაპირ სირჩბარიდან ვგუგლავ და გუგლის ძირითად საიტზე იშვიათად შევდივარ.

Keti said...

აღნიშნავს და გვახსენებს :)

მე კიდევ თითქმის ყოველთვის მთავარი გვერდიდან ვეძებ..