Monday, May 30, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ჯონ სინგერ სარჯენტის მომხიბვლელ "ლედი აგნიუს" გამოვფენ, რომლის დახატვასაც მხატვარი ქალის მეუღლის, სერ ენდრიუ ნოელ აგნიუს, თხოვნით 1892 წელს შეუდგა. მისი ნამდვილი სახელი გერტრუდა ვერნონი იყო (1865-1932). 1898 წელს ნახატი სამეფო აკადემიაში გამოიფინა და კრიტიკოსების საუკეთესო შეფასებები მიიღო. განხილვის საგანი ძირითადად ლედი აგნიუს ჯდომის მანერა, ღიმილი, მზერა და სიმეტრიული, თითქმის სქემატურად გამოსახული სახეა. ნახატი ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნულ მუზეუმში ინახება.

რეალური გერტრუდა
ვრცლად მხატვრის შესახებ

30 მაისი –
5 ივნისი.

4 comments:

Rode said...

რა ლამაზი ქალია.

სოფი שרה Golden said...

ძალიან ლამაზი ქალია. ერთ ჩემს ნაცნობ ინგლისელ ქალს ისე ჰგავს, შემეშინდა.

Keti said...

როდე, სოფი, მეც ძალიან ლამაზად ვთვლი :)

სოფი, რა უცნაურია ეს მსგავსებები. გუშინ ვფიქრობდი ერთ სხვა ნახატზე, ჩემს ნაცნობს მივამსგავსე. ერთია კიდევ, დედას ჰგავს, პოსტის დაწერაც მინდოდა იმ ნახატის გმირზე, მაგრამ ვერ მოვაბი თავი :)

babisa said...

Zalian bunebrivia, fotosavit, momwons tiloc da ladyc :)