Monday, June 13, 2011

ერთი კვირა, კედელზე

ექსპრესიონისტი მხატვარი ბერნარ ბუფე 1928 წელს, პარიზში დაიბადა. სწავლობდა პარიზის ხელოვნების ნაციონალურ სკოლაში. სურათებით მოვაჭრე მორის გარნიეს მხადაჭერით მეტად პროდუქტიულად მუშაობდა – ქმნიდა ნამუშევრებს რელიგიურ თემაზე, პორტრეტებს, ნატურმორტებსა და პეიზაჟებს. 1946 წელს გაიმართა მისი პირველი გამოფენა – მხატვრის ავტოპორტრეტი მუანის გალერეაში გამოიტანეს. მას შემდეგ, თითქმის ყოველ წელს ეწყობოდა ბუფეს გამოფენა. 1955 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის 10 საუკეთესო მხატვარს შორის დასახელდა (ჟურნალი "Connaissance des arts"). 1973 წელს იაპონიაში მისი მუზეუმი გაიხსნა. იყო ხელოვნების აკადემიის წევრი. შექმნა 8 ათასზე მეტი ნამუშევარი. მუშაობდა სკულპტურაშიც. გარდა ამისა, მისი ილუსტრირებულია რამდენიმე გამოცემა, არის საოპერო დადგმების დეკორაციების ავტორიც. ბუფე დაქორწინებული იყო მსახიობსა და მწერალ ანაბელ შუობზე, – მათ სამი შვილი ჰყავდათ. მძიმედ დაავადებულმა, 71 წლის ასაკში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

კვირის მანძილზე მხატვრის რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ:
*
პორტი – თემა, რომელზეც ბუფე ხშირად მუშაობდა.
*
ჯამბაზების სერიის (და მხატვრის შემოქმედებაშიც) ერთ-ერთ ბოლო ნახატს გამოვფენ (ბუფე 1999 წელს გარდაიცვალა. თუ გავითვალისწინებთ მის მძიმე ავადმყოფობას, ეს ნამუშევარი ჩემთვის თვითირონიის გამომხატველია).
*
ბუ (1969)

13–19 ივნისი.

4 comments:

სოფი שרה Golden said...

რა კარგი ნახატია, ზღვაზე მინდა უკვე ერთი წელია... თბილ, ხმელთაშუა ზღვაზე...

Keti said...

არც მე ვიტყოდი უარს :)
სოფი, სურვილის ასრულებას გისურვებ!

Nina Gorecki said...

ვაიმე როგორ მინდა ისეთ ადგილზე ვცხოვრობდე, საიდანაც ყოველ დღე იალქნიან გემებს დავინახავ <3 და მზის ჩასვლას ზღვაში) ეე როგორც ბაბისამ თქვა ამ დღეებში i don't belong here )))

Keti said...

ნინა, რა კარგ რამეებს წერ (წინა კომენტარიც მახსოვს), მეც გამიტაცებს ხოლმე ოცნება :)) <3