Friday, July 15, 2011

.

ადრე, როცა ვინმესგან ვისმენდი სურვილს – წასულიყო საქართველოდან (ალბათ გაცილებით უპრიანი იქნება სიტყვა "გაქცეულიყო"), ყოველთვის გული მწყდებოდა და არგუმენტების მოძებნაც არ მიჭირდა იმის დასამტკიცებლად, რომ აქაც შეიძლება ცხოვრება, რომ გვაქვს შერჩენილი თვისებები, რითაც ერთმანეთს თავს გავატანინებთ და სხვა, ყოფით პრობლემებსაც გადავწყვეტთ. არასდროს მდომებია წასვლა. მხოლოდ მოგზაურობაზე თუ ვფიქრობდი.
არ ვიცი, ბოლო თვეების მანძილზე როგორ მოვახერხე თვალსა და ხელს შუა მხარის შენაცვლება. ახლა მე მინდა წასვლა. სადმე, საზოგადოება რომ არ იყოს ისეთი, როგორც აქ – დაუმსახურებლად და გაუგებარი მიზეზებით რომ შეურაცხყოფენ ერთმანეთს; სადაც ვხედავ დაშინებულ, ღირსებაშელახულ ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებთ არაფერი, გარდა ტყავის გადარჩენისა. სადაც სხვისგან დაჩაგრულები ან არარეალიზებულები თავისზე (მათი აზრით) დაბალ ღობეს ეძებენ, რომ მას მაინც გადაახტნენ; სადაც არ ფასობს ადამიანის სიცოცხლე, სულიერი ღირებულებები, უფლებები, შრომა, ნიჭი.
იქნებ პათეტიკური ვარ? არ ვიცი. არც მაინტერესებს.
მგონია, რომ იქ, სხვაგან, თავს ოდნავ მეტად დაცულად მაინც გრძნობენ. მინდა "სხვაგან", მაგრამ მაქვს ვალდებულებები და პასუხისმგებლობის გრძნობა, რის გამოც არ შემიძლია ბარგის ჩალაგება.

8 comments:

Anonymous said...

რა სასტიკად სამწუხარო რეალობაა :(

Keti said...

ჰო :(

babisa said...

me mesmis sheni
samwuxarod, mec gaqceva minda

Arsen said...

Хорошо там, где нас нет.

Keti said...

* ბაბისა :(


* არსენ, ადრე ხშირად ვამბობდი ამ ფრაზას.

Toma said...

Arsen - არ გეთანხმები.

ქეთი, სამწუხარო რეალობაა.

Sophie שרה Golden said...

როგორ მინდა, ყველაფერი ეს მართლა პათეტიკა იყოს, ქეთი, მაგრამ როცა ვიგებ, სამარშრუტო ტაქსი 80 თეთრი ხდება, შაქარს იმაზე ძვირი ფასი ადევს, ვიდრე ევროპაში და წყალი უფრო ძვირი, ვიდრე უდაბნოში, ვხვდები, სასწაულად ძლიერი ან ბრმა უნდა იყო, რომ მშვიდად მიიღო ის, რაც მანდ ხდება :/

იმ დღეს ვფიქრობდი, ყველაზე იდეალური იქნებოდა, იმ ქვეყანაში ვცხოვრობდე ისე, როგორც აქ ვცხოვრობ, სადაც ჩემს ენაზე საუბრობენ, სადაც დავიბადე, გავიზარდე და ჰაერის სუნიც კი მახსოვს. სამწუხაროდ, ბევრი რამე შეუძლებელი ყოფილა ცხოვრებაში და განსაკუთრებით, ქართველებისთვის :(

Keti said...

გეთანხმები, სოფი :/
მართლაც იდეალური იქნებოდა, შესაძლებელი რომ ყოფილიყო. დარწმუნებული ვარ, ძალიან გენატრება აქ ყოფნა, მიფიქრია კიდეც ამაზე..