ამ კვირაში ორჯერ ვნახე ერთი და იგივე კაცი დილაადრიან – უგონო, ჭუჭყიანი და ლურჯი.
იწვა შუა ტროტუარზე და სასწრაფო დახმარების ექიმი მაჯას უსინჯავდა.
უდროობის გამო ერთი წუთითაც ვერ შევჩერდი და მხოლოდ იმით დავიმშვიდე გული, რომ არსებობს ვიღაც უკეთესი, რომელიც თავის გეგმებს გვერდზე დებს, ექიმს იძახებს და ალბათ მის პასუხსაც უცდის.
რა ელის ამ ადამიანს მოსულიერების შემდეგ?!
რამდენჯერ გაუძლებს ყინვიან ღამეს?!
რამდენჯერ მოაკითხავს ექიმი?!
რამდენი ადამიანი ათენებს ღამეს ღია ცის ქვეშ?!
6 comments:
მეც მახსოვს, ასეთი ამბები რომ ჩამოჰქონდათ უცხოეთიდან და ჩვენთან ამას ვერ იჯერებდნენ.
არ ვიცი, ცუდია თუ ძალიან ცუდი, რომ ადამიანები ასეთი გულგრილები გავხდით :/
ჰო, "ცუდია თუ ძალიან ცუდი" :/
მაგ ამბავს რა ჩამოტანა უნდოდა, მაგის მეტს არაფერს აჩვენებდა ვრემია თუ ვესნიკი :)
როგორც ანატოლ ფრანსი ამბობდა თავისუფალი საზოგადოება ისაა, როცა ყველას ერთნაირად აქვს უფლება სენის ხიდქვეშ ღამე გაათიოსო. რაღაც ამგვარს.
ჰო, მაგრამ საკუთარი თვალით ნანახი უკვე მართლა დაიჯერა ხალხმა. უცხოეთში წასვლა მგონი ყველას უნდოდა და აქედან მხოლოდ ნათელი მხრიდან ჩანდა ყველაფერი :)
ანატოლ ფრანსს ვეტყოდი, რომ უფლება კი, მაგრამ არა სურვილის საწინააღმდეგოდ და ალტერნატივის უქონლობის გამო...
საინტერესოა, ჩვენთან თავშესაფრები არ არსებობს? წესით უნდა იყოს რაღაც ალტერნატივა :|
წესით კი უნდა იყოს, თუმცა ვინ იცის, არის თუ არა..
Post a Comment