Monday, December 26, 2011

ერთი კვირა, კედელზე

წლის ბოლო ორშაბათის გამოფენისთვის რაიმე ციმციმას შერჩევას ვაპირებდი, როგორც წინა წლებში, თუმცა...
"ადამის შექმნა", სიქსტის კაპელის ჭერზე განლაგებული ცხრა ფრესკიდან მეოთხე და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, მიქელანჯელომ დაახლოებით 1511 წელს დაწერა. კომპოზიციის მთავარი დეტალი "ხელები" სასიცოცხლო იმპულსის გაცემისა და მიღების ყველაზე შთამბეჭდავი გამოხატულებაა, მეც სწორედ მას გამოვფენ.

აქვე, ბლოგის გამოფენა საუკეთესო სურვილებით გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და იმედს იტოვებს, რომ მომავალ წელსაც, ტრადიციულად, ორშაბათობით გაიხსნება :)

26 დეკემბერი, 2011 –
1 იანვარი, 2012.

4 comments:

Anonymous said...

გენიალურია...

ასევე საუკეთესო სურვილები ყველაზე მშვიდ, ლამაზ, საინტერესო ბლოგს! :)

Keti said...

როდე, დიდი მადლობა! :)

babisa said...

<3 shenc tkbili axali weli gqonodes

Keti said...

ნინო, მადლობა :*