Saturday, January 21, 2012

თეთრი


მითები: ხევსურეთში სწამდათ, რომ არსებობდა "მორიგე ღმერთი", რომელსაც თეთრი მგლები ჰყავდა იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც მიუღებელ საქციელს ჩაიდენდა. მგელს იმ შემთხვევაში კლავდნენ, თუ ადამიანს დაესხმოდა თავს. მოკვლა თუ უწევდათ, მონადირეები მგელს სოფლის შუაგულში დაასვენებდნენ და რიტუალს ასრულებდნენ – წმინდა გიორგის სთხოვნენ შეწყალებას, რადგან მის ცხოველად ითვლებოდა.

დამამახსოვრდა: შარშან ტელევიზიით თბილისის გარეუბანში მოკლული მგელი აჩვენეს. მონადირის სიტყვებით, "მინდორში თავისთვის მოდიოდა". შემეცოდა, რაკი "თავისთვის მოდიოდა". სიუჟეტში თითქოს იმ რიტუალს წააგავდა ყველაფერი: მიწაზე იწვა, გარშემო უამრავი კაცი ეხვეოდა... ოღონდ, მონადირე ამაყი იყო.

ფოტო: რა ლამაზია, თეთრი.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

:( მე საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მოკლა ცხოველი, თუ თავს არ გესხმის და რა სიამოვნებას ანიჭებთ მონადირეებს და სხვა მათ მსგავს უსაქმურებს? :/

მგლები კი ლამაზები არიან და თან ტყის ექიმები, როგორც ბავშვობაში "ბუნების კარში" გვასწავლიდნენ, დაავადებულ ცხოველებს ხოცავენ და ეპიდემიებსაც აქრობენ.

Lord Vader said...

სოფის ვეთანხმები.

ისე, მგელი ადამიანებს მარტო ზღაპრებში ესხმის თავს.
ეგ კი არა, იმ ცხოველების ჩამონათვალში, რომელიც ადამიანებს თავს ესხმის - ლომი სადღაც შუაშია და ლიდერობენ აფრიკული შავი კამეჩი და ბეჰემოთი სულ რომ არ ჭამენ ადამიანს ისინი :)

Lord Vader said...

აი ასე :)
http://wp.me/pBTza-1gF

Keti said...

@ სოფი, მეც გეთანხმები.
ძალიან მეცოდებიან.

@ ლორდ, ამ ზღაპრების გამო ცხოველებს სულ რაღაც იარლიყები აქვთ მიწებებული :)
კამეჩი და ბეჰემოთი ალბათ შიშის გამო – თავდასხმას არჩევენ გაურკვეველ ლოდინს. ლომი თავდაჯერებულია :)

საინტერესო პოსტზე გადამიყვანა ლინკმა :)