Friday, March 30, 2012

30 მარტი. განწყობა.

დღეს არაჩვეულებრივი ამინდი იყო. ვინც კითხულობს ჩემს ბლოგს, ემახსოვრება, როგორ განვიცდიდი გაწელილ ზამთარს და იმასაც მიხვდება, რამდენს შეიძლება ნიშნავდეს ჩემთვის მარტის ბოლოს როგორც იქნა გამოჩენილი გაზაფხული. სამსახურიდან წამოსულს მომინდა, გადამეღო ყველაფერი, რაც წიგნის მაღაზიისკენ მიმავალ გზაზე შემხვდებოდა. ვიდეო გადაღებულია ჩემი ძველი და ერთგული ფოტოკამერით, გულის გასწვრივ რომ მეკიდა; ხარისხზე ვიდეოს პრეტენზია არ აქვს, ეს უბრალოდ განწყობაა, რისი გაზიარებაც მომინდა, რამაც უცებ ერთი ძველი სიმღერა გამახსენა და მის მოტივზე მატარა; შინ მოსულმაც სწორედ ეს მელოდია მოვძებნე, ვიდეოზე ხმად რომ დამედო. დავტოვე ყველა სხვა ბგერაც – ჩემი ქუსლების კაკუნით დაწყებული ქუჩაში გამოფენილი ბოშა ბავშვების კინკლაობით დამთავრებული. და კიდევ, ვიდეოს ვუძღვნი ჩემს ბლოგზე უცხოეთიდან შემოსულ ყველა სტუმარს, ვისაც შეიძლება თბილისი ენატრებოდეს :)



4 comments:

Rode said...

შენი ეს ვიდეო ვნახე, მერე იუთუბზე გადავედი და ქუჩის მუსიკოსებსაც მოვუსმინე :))

Keti said...

ჰოო, მათზე ადრე დავწერე :))

Toma said...

გმადლობ ქეთი!
კარგი ვიდეოა, მუსიკაც კარგი ადევს <3

Keti said...

ტომა :*
მადლობა! <3