Thursday, March 29, 2012

Tête à Tête

ყოველთვის მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ ადამიანები ფსიქოლოგებთან სიარულს – თითქმის უცნობებთან საკუთარ თავზე თხრობას. ბოლო დროს ამაზე შეხედულება შემეცვალა და ეს ცვლილება ინგლისურის გაკვეთილებმა გამოიწვია, სადაც ჩემთვის უცნაური რამ მოხდა – საკუთარ თავზე საუბარი დავიწყე. კითხვები, რასაკვირველია, მასწავლებელს ეკუთვნის არჩეული სასაუბრო თემების მიხედვით და ჯგუფის წევრები ვპასუხობთ. ზოგადად, ძალიან არ მიყვარს პირად საკითხებზე დასმული კითხვები, არც მოყოლა მეხერხება (თუ წერას არ ჩავთვლი) და ამ მხრივ არასდროს გამოვხატავ ინიციატივას. გაკვეთილზე კი უხერხულობა მხოლოდ პირველ ჯერზე განვიცადე, მერე საშინაო დავალებებიც დიდი მონდომებით მოვამზადე. დიდი ხანია, მოსწავლის ამპლუაში არ ვყოფილვარ და ამ ფაქტმა დამაფიქრა. როგორც ჩანს, საქმე მიდგომაშია და პედაგოგებს ეს ეხერხებათ (ასეც უნდა იყოს).

ხანდახან ვფიქრობ, ჩვენი მასწავლებელი მწერალი რომ იყოს, რა არაჩვეულებრივი მადანი აქვს ხელთ – უცხო ქვეყანა, უამრავი პერსონა(ჟი), გახსნილი, საკუთარ თავზე ხალისით მოსაუბრე. მე აუცილებლად ვიქნებოდი მწერალი ქართულის მასწავლებელი, უცხოეთში რომ ვცხოვრობდე და ვასწავლიდე :)

4 comments:

Toma said...

შენ კი იქნებოდი მასე, ერთი წუთი არ მეპარება ეჭვი, მაგრამ ყველას არ შეუძლია წერა :)

Keti said...

ჰო, ასეა :)

Lord Vader said...

ჩვენთან მღვდელთან დადიან.

Keti said...

ჰო, ჩვენი ფსიქოლოგ–პედაგოგი მღვდლები :)