Thursday, November 22, 2012

ხეებთან

კვირის თემა – ნერგები. რა ვიყიდო, რომ საფლავზე გაძლოს: ვეიგელა, ემონიუსი, აზალია, ირმის რქა, გარდენია. ანაც, ყველა მინდა – ზოგი ეზოსთვის, ადგილი მაქვს. კიდევ მინდა ჟოლო – თუ ვიშოვე, დაფნა, კროკუსის ბოლქვები. უცხო სახელები კარგად დავიმახსოვრე, მცენარეების დამახასიათებელი ნიშნებიც. ჩემს თავში ახლა მათი ფოთლებია, ყვავილები, ფერები.
არაჩვეულებრივი სანერგე აღმოვაჩინე ნეტში, მათი კატალოგი მგონი ათასჯერ დავათვალიერე. ველი პასუხს ერთი სელექციონერისგან. დღეს ისევ ჩავაკითხე კოლმეურნეობის მოედანზე მეყვავილეებს. იქ დიდხანს ვიბოდიალებდი, მაგრამ გამყიდველები, ცხადია, კითხვებს სვამენ და პასუხობენ, საუბრის ამოწურვის მერე კი დარჩენა და ცქერა არ გამოდის. ნუ, საამისოდ არც დრო მაქვს.
მშველის ეს ფიქრები.
თითქოს.

გავერიდებოდი ყველაფერს და ვიცხოვრებდი ხეებთან.

11 comments:

სოფი გოლდენი said...

რამხელა ენერგიაა ხეებში, მცენარეებში, საერთოდ. დარწმუნებული ვარ, ნამდვილად გშველის ფიქრები, ქეთი, და ზოგჯერ გარიდება და დამშვიდება სასწაულად უხდება დაღლილ გონებასაც და სულსაც.

Tinita said...

მეც ძალიან მიყვარს ხეები და მათთან ახლოს ყოფნა.კვიპაროსებია კარგი საფლავზე. ქარისგან იცავს, თან მაღალი და ვიწრო იზრდება. ახლაა კარგი მათი დარგვა.

Keti said...

@ სოფი, ძალიან დიდი ენერგიაა. ისე მსიამოვნებს ეს ურთიერთობა, თან მიხარია, ჩემი დარგულები რომ ხარობენ.


@ თინიტა, კვიპაროსი მართლა კარგია, მაგრამ რამე უფრო დაბალტანიანი მინდა, თან რომ ყვავილობდეს კიდეც.

Rode De said...

თან ახლა რომ იძინებენ და ჩერდებიან.

Toma said...

rame iseti mcneare ikide mandaur klimats rom gaudzebs. saflavze vardebi dzalian lamazia. romeli ici, ai dzalian dabal buckebat rom izrdebian. tan mudam kvavian da didi xani cocxloben.

Keti said...

@ როდე, ჰო...


@ ტომა, ერთი მასეთი ვარდის ნერგი წასაღებად მზად მაქვს... დღეს ვეიგელაც ვიყიდე, ლამაზი მოყვავილე ბუჩქია და წესით უნდა გაძლოს, როგორც წავიკითხე.

Lord Vader said...

ქეთი, ტანკებს არ წერ შენ?
გამოგივიდოდა.

Keti said...

ტანკის დაწერა არ მიცდია (მარცვლების რაოდენობის დაცვით), მინიმალისტურ ლექსებს კი ვწერდი.
მადლობა :)

Lord Vader said...

ლექსებს რომ წერ და რომ ხატავ ეგ ვიცი :)

Lord Vader said...

მარა ტანკის ფორმატში აზროვნებ.
სხარტად, სიღრმისეულად და სევდიანად.

Keti said...

ხატვით აღარ, წარსულში დარჩა :)
მადლობა!