Sunday, December 16, 2012

სენტიმენტალური

ყველა სიკეთესთან ერთად ავად გავხდი. როცა ავად ვარ, პატარასავით მინდება, ბევრ სითბოს ვგრძნობდე. გულის აჩუყებამ, რა თქმა უნდა, არ მიშველა და ავმოქმედდი: დავლიე ალბათ უკვე ორ ლიტრამდე ლიმონიანი (ვერ ვიტან სიტყვა ლიმნიანს) და ასკილის ჩაი, გამოვდგი დედას მოხარშული მურაბა, მოვძებნე წამალიც და ცოტა უკეთ ვარ, წეღანდელივით უმწეოდ – აღარ. ეგ ხვალ დილითაც მეყოფა – სტომატოლოგის სავარძელში მჯდომს. ყველაფერი ერთად მეტაკა. თან დეკემბერია და ახალი წელი მოდის. თან თოვს და ცივა. ღვთის რისხვაა პირდაპირ.
რაც მარტო ვარ, ავად გახდომის მეშინია ყველაზე მეტად. როგორც წესი, ძალიან იშვიათად ვცივდები, მაგრამ მაგ იშვიათი შემთხვევისაც მეშინია უკვე. ერთი კვირა დედა მესიზმრებოდა ყოველღამე, ძალიან შფოთავდა ჩემ გამო. იმედია, სულ ესაა გადასალახი.

13 comments:

Tinita said...

გაფრთხილებდა, რომ ავად გახდებოდი და წუხდა. რეზო ინანიშვილს აქვს ერთ მოთხრობაში, როგორ იდგა დედამისი ფანრით და გზას უნათებდა სახლიდან გასულს. ასე გაანათებს შენს შობა–ახალ წელსაც. მარტო არ ხარ.

კარგი გიქნია, ბევრი სითხე რომ მიგიღია. ხვალის მერე ყინვა და თოვლი აღარ იქნება. ტემპერატურა აიწევს. თუ მაინც შეუძლოდ იქნები, რაიმე ძალიან სასაცილო გაიხსენე. ზამთრის ფილმებიდან მახსენდება ქეით ვინსლეტი და კამერონ დიასი რომ სახლებს გაცვლიან, ერთი მზიან კალიფორნიაში ჩავა ინგლისიდან ერთიანად აკანკალებული და სურდოიანი, მეორე – ინგლისის სოფლის სახლში. უცებ ჯუდ ლო რომ მოადგება და ეს წინდის ყელში ჩატანებულ პიჟამის შარვლის ტოტებს, თმას, სახის გამომეტყველებას ერთ წამში რომ იწესრიგებს :) :) :) მაგალითად ეს.

Toma said...

გამოკეთდი მალე ქეთი,
თავს გაუფრთხილდი.

Keti said...

@ თინიტა, როგორ თბილად იცი ხოლმე თქმა! :*

უკვე გამახალისა შენმა გახსენებულმა ფილმმა :) უნდა ვნახო ამ საღამოს. ჩავთბები, მოვიდგამ ცხელ ჩაის და ისე...


@ ტომა, დღეს უკეთ ვარ, მგონი აღარ უნდა შემომიბრუნდეს :*

Arsen said...

ისე "ლიმნის" მართლა რა ხელოვნურად ჟღერს :) ვიტამიმინები და პოზოტიური ემოციები - მაგრად შველის.

Arsen said...

ვიტამიმინები:))))))

Keti said...

არსენ :))))) მაგრამ რა კარგად ჟღერს ასე, მულტფილმის ფერად გმირებად წარმოვიდგინე :)))

zunkli said...

რაღაც მინდა გკითხო ქეთი დამწყები ბლოგერი ვარ და მაინტერესებს ეს ლაიქების მისაცემი როგორ დააყენე მეც მინდა რო დავაყენო თუ არ შეწუხდები ამიხსენი რა:)

Keti said...

@ zunkli, იმედია, გამოგადგება ეს ლინკი. წარმატებები :)
http://www.wikihow.com/Add-Facebook-Like-to-Blogger

zunkli said...

მადლობა :) გაიხარე:)

Toma said...

keti rogor xar?

Keti said...

არა მიშავს ტომა, გაციებული აღარ ვარ :*

სოფი שרה Golden said...

მიხარია, რომ უკვე გამოჯანმრთელდი. აქამდე ვერ მოვახერხე აქ შემოხედვა...
ბედნიერი და სიხარულიანი წელი გქონოდეს, თბილი და ტკბილი!!!

Keti said...

დიდი მადლობა, სოფი! შენც ასეთივე ახალი წელი! :)