Sunday, June 23, 2013

* * *

უცნაური დღე იყო. ჩიტები დამტრიალებდნენ  თავს. ვიყავი ჩვენს ეზოში მარტო. ორჯერ ბეღურის მსგავსი ჩიტი შემოფრინდა აივანზე  წივილით და შურდულივით ჩამიქროლა, მერე ბაღში კაჭკაჭი ჩამომიჯდა ორიოდე მეტრში უშიშრად, ისიც ჭყიოდა და შემომცქეროდა. მთელი დღე მქონდა შეგრძნება, რომ გვერდით ვიღაც მედგა. ასეთი არაფერი მიგრძვნია ადრე. არ მინდა ბანალური ვიყო, მაგრამ  სერიოზულად, უცნაური დღე იყო.
ბოლო დღეებია, მშობლები მესიზმრებიან და ამ მხრივ ბედნიერი ვარ – მონატრება მიმსუბუქდება. ივლისი მოდის. მასთან ერთად ყველაფერი, თავიდან. მათი თვეა.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

თითქმის ერთი წლის წინ, ჩემი ქმრის მამა რომ გარდაიცვალა, ზუსტად მისი გასვენების შემდეგ, უკვე სახლში ვიყავით, რომ უცებ აივანზე პატარა უცნაური ჩიტი შემოფრინდა და ჩვენკენ იყურებოდა, თითქოს სახლში უნდოდა შემოსვლა...
არ დამავიწყდება ჩემი დედამთილის თვალები იმ დროს :/

არ ვიცი, არაფერი ხდება შემთხვევით და მიუხედავად იმისა, რომ არ მჯერა მსგავსი რაღაცების; მგონია, ღმრთი გვიგზავნის პატარა გზავნილებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ახლობელი ადამიანები უბრალოდ არ იკარგებიან და მიუხედავად იმისა, რომ მათი სულები ბევრად მიუწვდომელ ადგილას არიან, მაინც ჩვენთან ახლოს იქნებიან, სანამ ჩვენ გვემახსოვრება ისინი. ჩიტები კი ალბათ ამ გზავნილის მომტანები არიან ჩვენთვის.

Keti said...

:(

მეც ასე მგონია, სოფი – ალბათ გზავნილების მომტანები არიან და არც ჩვენი ახლობელი ადამიანები იკარგებიან უბრალოდ. თანაც ჩიტების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს და ახლაც ისე იმოქმედა..