Wednesday, August 14, 2013

* * *

ძალიან ბევრს ვფიქრობ ადამიანებზე, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში შემოვიდნენ – ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე, ნებისმიერი გზით და ვადით. ყველა მათგანი ტოვებს კვალს და შეიძლება ითქვას, საბოლოო ჯამში, მაშენებს. არიან ადამიანები, რომლებსაც ტალახიანი ხელები და ფეხსაცმელები აქვთ; უფრო უარესი – ნგრევა აბედნიერებთ. მაგრამ რომ არა ისინი, შეიძლება მთელი სიკაშკაშით ვერ შემემჩნია ადამიანები-სინათლის წყაროები. მე უბრალოდ მიხარია და მადლობელი ვარ – არ ვიცი რა ძალის, რომელმაც ამ სინათლის წყაროებს შემახვედრა. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რამხელა ფართს ანათებს – მთავარია, რომ ანათებენ, სიბნელის შიშს კლავენ და გზის გაგრძელების ძალა მოაქვთ.
უბრალოდ, მომინდა, მადლობა მეთქვა და სიყვარული გამომეხატა; იმის მიუხედავად, წაიკითხავენ თუ არა (და შეესაბამება თუ არა მათი სინათლე) ამ სიტყვებს.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

ეს პოსტი ზუსტად ჩემთვის იყოს, იმიტომ რომ ასე ვგრძნობ ამჟამად თავს. რამდენიმე ისეთი ადამიანია ჩემს ცხოვრებაში, რომლებიც მანათებენ და ზოგიც – ამ განათების დაჩრდილვას ცდილობს; ორივე ადამიანი საჭიროა ცხოვრებაში, როგორც შენ თქვი, სიკაშკაშე რომ უფრო მკვეთრად შეგამჩნევინონ.

მადლობა, ქეთი, ზოგჯერ ერთი პატარა არაფილოსოფიური პოსტი როგორ გულს გაგითბობს ადამიანს.

Keti said...

მიხარია, სოფი. მართლაც, ორივე საჭიროა, ისე ალბათ კარგს ვერ დავაფასებდით.

Toma said...

ახლა დავფიქრდი ვინ მყავს გარშემო მასეთი ვინც ანათებს და ვერავინ მოვიფიქრე ჩემი თავი გამო :P:P:P

გამოუსწორებელი ეგოისტის სმაილიკი :P:P:P

Keti said...

ტომა :)) <3