Tuesday, October 29, 2013

ანოტაცია

მაშ ასე, ხუთკვირიანი "მარათონის" შედეგები გუშინ გამოცხადდა და ხუთ გამარჯვებულს შორის მეც დამასახელეს. მილან კუნდერას წიგნისთვის დაწერილმა ანოტაციამ გზაში წასაკითხი წიგნების სიის შევსების საშუალება მომცა – პრიზი "სანტა–ესპერანსას" სასაჩუქრე ბარათია. გუშინ კი ვათვალიერებდი სანტას თაროებს, მაგრამ არაფერი წამოვიღე. მოგვიანებით, შედარებით აუჩქარებლად შევარჩევ წიგნებს. დანარჩენი გამარჯვებულები არიან: სოფი, მაგა, მარიტა და მოლი ბლუმი.

ეს პროექტი რომ არა, ორ წიგნზე ანოტაციის დაწერას, ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გადავდებდი: "პლატფორმას" და "პიანისტ ქალს" ვგულისხმობ. ორივე რამდენიმე წლის წინ წავიკითხე და მათ შესახებ აქამდე არ დამიწერია – სულ მეგონა, რომ სათანადო სათქმელს თავს ვერ მოვუყრიდი. ხუთივე წიგნი, რომლებზეც დავწერე, გზაში მაქვს წაკითხული. კონკურსის მიმდინარეობის დროს მხოლოდ კუნდერას წიგნი წავიკითხე, არადა ორი წელია, თაროზე შემოდებული მოთმინებით ელოდა თავის რიგს. ახლა ვნანობ, აქამდე რომ არ გავეცანი – ძალიან მომეწონა. 

კიდევ მიხარია, რომ ახალი ნაცნობები მყავს და კარგი ბლოგებიც აღმოვაჩინე. დიდი მადლობა "სანტა–ესპერანსას" და ყველას, ვინც თვალს ადევნებდა ჩემს პოსტებს და მგულშემატკივრობდა :) ახლა ამ ხუთ ანოტაციას ჩემს "გზაში წაკითხულ წიგნებს" მივამატებ; ახალი ანოტაციების ნახვასაც სწორედ ამ ბლოგზე შეძლებთ.

8 comments:

Toma said...

gilocav keti,
erti cuti ar meparebpda echvi rom gaimarjvebdi!

Keti said...

ტომა :*

Natia Barabadze said...

გილოცავ! :)

სოფი שרה Golden said...

ქეთი, ძალიან მიხარია. ტომასი არ იყოს, სხვანაირად არც მე წარმომედგინა.
მაინტერესებს, ახლა ამ ბარათით რომელ წიგნებს აირჩევ. დაწერე აუცილებლად, გთხოვ.

კიდევ მადლობა სხვა გამარჯვებულების ბლოგების ლინკებისთვის, სულ ახალ საკითხავებს ვეძებ და ვიპოვე, როგორც იქნა.

Keti said...

მადლობა, ნათია! :)



სოფი, მადლობა! :)
უელბეკის "რუკა და ტერიტორია", ფოლკნერის "სული რომ ამომდიოდა", ოსტინის "სიამაყე და მცდარი აზრი", აპდაიკის "ბაჭია, გაიქეცი" და მორჩილაძის "ობოლე" ავარჩიე.

სხვათა შორის, მეც ამ კონკურსით ვიპოვე ჩამოთვლილიდან სამი ბლოგი და არა მარტო ისინი :)

kate said...

ჩემი ჭკვიანი გოგო <3

Tinatin Nadiradze said...

გილოცავ! შენ თუ არა აბა ვის ? :)

Keti said...

თიკო, მადლობა :)