Monday, December 23, 2013

* * *

დეკემბრის თვეში არაერთხელ ვინანე, რომ არ შემოვინახე შვებულების რამდენიმე დღე. საოცრად მჭირდება დასვენება. აღარ დავწვრილმანდები და ჩამოვთვლი გადაღლილობის მიზეზებს თუ ნიშნებს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩემს ჩვევებსა და  ინტერესებზე, რაც ცოტა მაინც ახალისებდა თუნდაც საღამოებს მაინც, უარის თქმა მომიწია. ასე რომ ვეღარ გავაგრძელებ, უკვე ზუსტად ვიცი. შეუძლებელია ადამიანი რობოტად იქცეს. თვის ბოლოს ყველაფერ ამას დაემატა გაუთვალისწინებელი საქმეები თავისი ხარჯებით, – ესაც საკონტროლო გასროლა ჩემს გამძლეობაზე.
რამდენი ხანია საყვარელი ბლოგები არ წამიკითხავს, არც აქ შემომიხედავს, არც ფლიკრზე, არც, არც, არც... წიგნსაც კი, რომელიც შემიყვარდა, მთელი თვე ვკითხულობდი. განა შეიძლება, საყვარელი წიგნი მთელი თვე იკითხო? ორშაბათები მიყვარს-მეთქი და იმ დღიდან აირია ორშაბათების ამბავი და სიყვარულიც. ისეთი მძიმეები მობრძანდნენ, რომ უკან მიმაქვს ჩემი ოდა. მოკლედ, ძველი თავის ძიებაში ვარ. უნდა ვიპოვო და დავიბრუნო. ჰოდა, აქაც დავბრუნდები მერე.

9 comments:

Sophie שרה Golden said...

რა რთულია ასეთი პერიოდები :(
იმედი მაქვს, ნელ-ნელა გაივლის და შენც დაუბრუნდები საყვარელ საქმიანობას, დასვენებას, ჰობის...

Keti said...

მეც იმედი მაქვს
მადლობა, სოფი! :*

Rode said...

გამძლეობას გისურვებ ქეთი, მოგვენატრე და კიდე გისურვებ რომ მალე მოგვარებულიყოს ყველაფერი! <3

Toma said...

keti, rac ar gklavs gadzlierebso xom gagigia?! xoda arsheushinde da gaudzlei, mshivdi periodi aucileblad dadgeba.

Tina Nadiradze said...

დაისვენე და დაგვიბრუნდი :) კარგი დღესასწაულები შენ!

Keti said...

ბექა,
ტომა,
თიკო,

როგორ მახარებთ! <3
ძალიან მომენატრეთ...
იმედია, მალე ჩავდგები ჩვეულ ფორმაში.

თიკო, ასევე კარგი დღესასწაულები :)

Rode said...

<3

Toma said...

ketii, gilocav damdeg axal wels! minda rom iko dzalian bednieri!!!

hugs!

Keti said...

ტომა <3
დიდი მადლობა, ძალიან მიყვარხარ, ბედნიერი წელი გქონოდეს! :*