საძერწი
თიხა იდეაში აქსესუარებისთვის ვიყიდე და ისე მოხდა, რომ პარასკევს აი ეს
შემომეძერწა. განწყობა მქონდა ასეთი. ახლა გაშრა და აკრილით შევღებავ.
მანამდე ჩიტები გავაკეთე და მათ, როცა მანქანაში დავაბინავებ, მერე გაგაცნობთ. ახლა რომ ვფიქრდები, ჩიტები და ცხვრები ჩემთვის განსაკუთრებული
არსებებია. ჰოდა აღარ მიკვირს, ჯერ ისინი რომ გამოვძერწე სამკაულების
ნაცვლად – როგორ, ამას ალბათ მნიშვნელობა არ აქვს.
Sunday, April 20, 2014
Monday, April 7, 2014
დაბალი ღობეები
დაახლოებით
ერთი–ორი თვის წინ სადღაც წავიკითხე, მოსწავლეთა სასახლის წინ სკამი
გაუტეხავთო. წიგნის დასატოვებლად რომ ავუყევი რუსთაველის გამზირს, ეს
ფოტოები მაშინ გადავიღე – უკვე თითქმის ყოველი მეორე სკამი უმოწყალოდ არის
დამსხვრეული. ამას ემატება რკინის მოგლეჯილი ღობეები. შეუძლებელია ასეთი
მასიური სკამი ან ღობე შემთხვევით გატყდეს. არ მიკვირს, რომ აგრესიული
ხალხი არსებობს, რომლებიც "დაბალ ღობეს" ეძებენ საკუთარი უუნარობის
თუ უიღბლობის გადასაბრალებლად, მაგრამ მიკვირს, კამერებით სავსე ქუჩებში რომ ვერცერთხელ დაფიქსირდა დამნაშავე.
Labels:
აგრესია,
დღიური,
თბილისი,
ფოტოგრაფია
Thursday, April 3, 2014
მოხეტიალე წიგნები
ორი წლის წინ მქონდა პოსტი "წიგნის სიყვარულის გასავრცელებლად", სადაც ვწერდი მსოფლიოში ერთ–ერთ პოპულარულ მოძრაობაზე – "ბუქქროსინგზე"... და აი, რაღაც ასეთი ჩვენთანაც გაჩნდა: სამი დღეა, თბილისში (და უკვე არა მხოლოდ თბილისში) მოხეტიალე წიგნების ბუმია. მინაწერებიანი წიგნები მთელ ქალაქს მოედნენ. ძალიან მომწონს ეს ყველაფერი. საერთოდაც, რაც წიგნების პოპულარიზაციას უკავშირდება, ყველაფერი მომწონს. წიგნისმოყვარულთა კლუბში რამდენიმე კითხვის ვირუსით დაავადებულის შემომატებაც დიდი საქმეა :) თან ძლივს, ამ დაძაბულ ყოველდღიურობაში რაღაც პოზიტიური ამბავიც გავრცელდა: უხარიათ გამჩუქებლებს და უხარიათ მპოვნელებს. მით უმეტეს, სულ კარგ წიგნებს იმეტებენ, ისეთებს კი არა, რომლებიც ეზედმეტებათ. ჰოდა, ორმაგად, სამმაგად, ათმაგად მომწონს. გუშინ ვკითხულობდი ერთ–ერთი თანამედროვე ავტორის ემოციურ კომენტარს უცნობი მპოვნელისგან გამოხმაურების მიღების შემდეგ. მოკლედ, ყველა მხრივ დადებითი აქცია მგონია. რაც შემეხება მე: არ ველოდი, თურმე ასეთი ფორმით წიგნის გაშვება
ძალიან ამაღელვებელი ყოფილა – ორი დღეა ვფიქრობ, ვის დაემგზავრა და სად მოუწევს
კიდევ მარტო დარჩენა ჩემს კრებულს :)
Labels:
აქცია,
დღიური,
თამაში,
მოხეტიალე წიგნები,
წიგნები
Subscribe to:
Posts (Atom)