Sunday, April 20, 2014

ჩემი ცხვარი

საძერწი თიხა იდეაში აქსესუარებისთვის ვიყიდე და ისე მოხდა, რომ პარასკევს აი ეს შემომეძერწა. განწყობა მქონდა ასეთი. ახლა გაშრა და აკრილით შევღებავ. მანამდე ჩიტები გავაკეთე და მათ, როცა მანქანაში დავაბინავებ, მერე გაგაცნობთ. ახლა რომ ვფიქრდები, ჩიტები და ცხვრები ჩემთვის განსაკუთრებული არსებებია. ჰოდა აღარ მიკვირს, ჯერ ისინი რომ გამოვძერწე სამკაულების ნაცვლად – როგორ, ამას ალბათ  მნიშვნელობა არ აქვს.



5 comments:

kuda said...

ძალიან კარგია, მომწონს.

Keti said...

დიდი მადლობა, კუდა:)

Sophie שרה Golden said...

რა ლამაზია, ქეთი. რა სასწაულია, ასეთი ლამაზი ნივთების გაკეთების ნიჭი რომ გაქვს. ნიჭი უნდა ღმერთისგან, მე საერთოდ არ მეხერხება მსგავსი არაფერი.
აი, კუდაც "ზემოთ" რა კარგ რაღაცებს აკეთებს ხოლმე.

Keti said...

სოფი, დიდი მადლობა :*
კი, მეც მიყვარს კუდასთან მისი ნაკეთობების თვალიერება :)

Toma said...

usayvarlesi bekekoa Ö=