Friday, June 20, 2014

ვილნიუსი

ვილნიუსისთვის ცოტა დრო მქონდა – ორ-ორი საათი ჩასვლისა და წამოსვლის დღეებში. მხოლოდ ცენტრალური, ძველი ქალაქის რამდენიმე ქუჩა მოვიარე, დანარჩენი უკვე მანქანიდან დავათვალიერე. პირველი, რაც განსაკუთრებით თბილისიდან ჩასულს შეიძლება თვალში მოხვდეს – მანქანების რაოდენობაა – ვილნიუსში ძალიან ცოტა მანქანა დადის. ადამიანებიც ცოტანი არიან. როგორც მოგვიანებით მასპინძლებმა დანანებით თქვეს – სამი მილიონი ლიტველიდან მილიონამდე ადამიანი ქვეყნიდან წასულია, ძირითადად ახალგაზრდები. ვილნიუსის ქუჩები ფართოა, ცენტრისგან განსხვავებით ახალ უბნებში და გარეუბნებში გაცილებით მეტი მოძრაობაა, თუმცა უსაცობო. ძველი ქალაქის ფეხით მოსავლელად ორი-სამი საათი გეყოფათ – სულ სამი-ოთხი მთავარი ქუჩაა – საყვარელი სახლებით, ბევრი ღია კაფით, ეკლესიებით, ყვავილებით სავსე. ახალი შუშის შენობები 20+ სართულით მხოლოდ ე. წ. ახალ ქალაქშია აშენებული, ცენტრში კორპუსებიც მაქსიმუმ 6 სართულიანია. ძველი ქალაქის ზოგიერთი ქუჩა ჩვენს ვორონცოვის მიმდებარე ქუჩებს მაგონებდა. ყველაზე მთავარი ჩემთვის – ვილნიუსი ძალიან მწვანე ქალაქია – ტყეებიან-პარკებიან-სუფთა ჰაერიანი. ტყეებს რომ ვამბობ, არ ვაჭარბებ და საერთოდ, ქალაქი ისეა აშენებული, რომ გჯერა, არცერთი ხე არ გაუჩეხავთ ამისთვის.
წინა პოსტისთვისაც გამოდგება ეს ფოტო – ცის გამო

 
 
ახალი ქალაქი მხოლოდ მანქანიდან ვნახე
ეს ვილნიუსის ყველაზე ხალხ და მანქანამრავალი უბანი იყო. ჩვენი არ იყოს, ძეგლების გადაადგილება იქაც სცოდნიათ – მძღოლის თქმით, ხიდთან დამონტაჟებული ძეგლები რამდენჯერმე შეცვალეს:)
 
 
 
 
 

ცოტა პრაქტიკული ინფორმაცია და რჩევები:
ვილნიუსში დადის ტროლეიბუსი და ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი, როგორც ასეთი, არ დამინახავს. არც ტაქსები დადიან მგზავრის აყვანის მიზნით, როგორც ჩვენთან ხდება. ტაქსი ან უნდა გამოიძახოთ, ან სპეციალურ, ტაქსებისთვის განკუთვნილ მოედანზე მიაკითხოთ. ბენზინი დაახლოებით 1,35 ევროს ექვივალენტი ღირს, შესაბამისად ტაქსიც ძვირია. ვილნიუსში შეგიძლიათ იქირავოთ ველოსიპედიც. თბილისივით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ბანკის ფილიალი არ შეგხვდებათ – ამიტომ ფული ან წასვლამდე უნდა გადაახურდავოთ, ან ვილნიუსის აეროპორტში არსებულ პუნქტებში, სადაც ყოველი რეისის ჩამოსვლის შემდეგ გრძელი რიგები დგება. მე ბანკის მოძებნამ მომიწია და აღმოჩნდა, რომ ბანკში სალარო ცალკე არ ჰქონდათ – ოპერატორები ითავსებენ ყველა საქმეს, ეს კი მეტ დროს გაკარგვინებთ.


8 comments:

Rode said...

მართლაც რა კრიალა ცაა.
საყვარელი ქალაქი ჩანს.

Tinatin Nadiradze said...

very nice! კარგად ისუნთქება უკვე ფოტოებიდან და იქ რა იქნება, წარმომიდგენია ...

Keti said...

@ როდე, კი და თან მშვიდი

@ თიკო, თბილისიდან ჩასულისთვის განსაკუთრებით სუფთა ჰაერია, ქალაქგარეთ ხომ საერთოდ...

Sophie שרה Golden said...

როგორ მწყდება გული, რომ თბილისში სიმწვანე საერთოდ აღარ დატოვეს და ხალხი ასე იტანჯება :(

მე მხოლოდ რიგაში ვარ ნამყოფი, ისიც აეროპორტში, ბერლინში რომ მივფრინავდი ტრანზიტი მქონდა და ზემოდან დავინახე მხოლოდ :D

ლიტვიდან კიდევ მართლა გაკრეფილია ხალხი, ნახევარი გერმანიაში ცხოვრობს, მგონი და დანარჩენი - ინგლისში. რაც ევროპის საზღვარი გაეხსნათ, მთელი ბალტიისპირეთი გაიკრიფა, რადგან მათაც ისევე არ აქვთ სამუშაო ადგილები, როგორც საქართველოს მოქალაქეებს.
ტაქსებსა და "მარშუტკებზე" რასაც ჰყვები, ზუსტად ასეა მთელ ევროპაში. რამდენადაც ვიცი, ევროსაბჭოს ერთერთი კრიტერიუმი ეგ არის კიდეც, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნორმალურად უნდა დადიოდეს და არა ტაქსები, რაც საქართველოში პირიქითაა, სამწუხაროდ.

აქაც ვერ ნახავ ქუჩაში ტაქსის, ტრამვაი ლამის 24 საათი დადის და ვის რაში სჭირდება ტაქსი. ღმ-ერთო, როდის ეღირსება საქართველოსაც ასეთი მარტივი კომფორტი? :-/ ნათიკუდას და თამთას (ბოლობლოგი)ეს თემა კარგად გადმოცემული ზუსტად და შენი ნებართვით, ვლინკავ აქ.

Sophie שרה Golden said...

P.S. სამწუხაროდ HTML-ში ჩავფლავდი და გალინკვა არ გამომივიდა :D

P.P.S. ლოლ მე კაი ხანს მერეოდა ლატვიის დედაქალაქი რომელი იყო და ლიტვის რომელი და საერთოდ, რომელი რომელი ქვეყანა იყო და ამ ბოლო დროს დავიმახსოვრე როგორც იქნა :D

Sunny's დღის სიტყვა "რომელი" ;-)

Keti said...

მე კიევი ვნახე ასე ციდან და აეროპორტშიც თითო საათი გავატარე ორივე გზაზე :D

ჰო, ძალიან ბევრი ადამიანია წასული და განიცდიან. ძალიან ჰგავს ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთს :( და ლატვიიდან და ესტონეთიდან კიდევ მეტი ყოფილა წასული.

ადრე ლატვია და ლიტვა მეც მერეოდა ხოლმე :D ნათიკუდასთან შევალ აბა, თამთა ვერ მივხვდი, რომელი ბლოგერია (აი მეც დამჭირდა "რომელი" :))

სოფი <3 :*

Toma said...

patara sayvareli kalakia. ertxel var namkofi 5 saatit :)

Keti said...

კი, ასეთია :)