Sunday, February 15, 2009

სოლო

* დღეს ვნახე, როგორ ათეთრებენ განვითარების ბნელ მხარეებს ვირტუალურ ოფშორებში. ტექნოლოგიას არ დავწერ. რა საჭიროა. ადამიანების უმრავლესობას სირაქლემას პოზა ხიბლავს.
* ჰოდა, ისევ ვფიქრობდი: კოლმეურნე; საშუალო არითმეტიკულ; არც მწვად, არც შამფურ; კედელზე – შუბლით; ჩუმ.. ადამიანებზე.
* გოგოები – ნაკლები შანსით.
უთხარით, რომ ბიჭია.
ბიჭები დაიცავენ გოგოებს.
ბიჭებო, დაცავით გოგოები.
დიდო გოგოებო, დაიცავით პატარა ბიჭები და პატარა გოგოები –
მიყუჟულები, კიდურების უნებლიე მოძრაობებით –
საათის პირველი აღქმისას.
* ამ საღამოს ფაილი გავაკეთე – მათთვის, რომლებიც არსად და არასდროს.. იმას ბოქლომი ჩამოვკიდე. გადავსახლდი.
შარშანაც გადავსახლდი. სხვა ამბავია. დაემთხვა.
* 15 – დასასრულის და დასაწყისის, ერთდროულად. ყოველთვის.
* გადასვლებისას ავეჯი ფუჭდება, ნივთები იკარგება, ბევრიც ნაგავში ხვდება, ან – სარდაფში..
ახალი – ან უკეთესი, ან შესაგუებელი, ან დროებითი.
ცუდს არ ვწერ, სამივე ვარიანტშია.
* წყლიანია თებერვალი.
* საოცარი სოლო აქვს, ყველა ბგერას აღვიქვამ..
* მამა, შენ?

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ეს ძალიან "შენი" პოსტი იყო, რომ წავიკითხე გავიფიქრე, უი, მგონი მის ოთახში ვიჭყიტები-მეთქი :)

Keti said...

ჰო..
ფარდები ხომ თვითონ გადავწიე :)