Thursday, February 26, 2009

ხისა და შეძახილისა

როგორც ბიძგისგან გაღვიძებული.. იოსები.
დაახლოებით ერთი კვირის წინ თითქოს არაფრით გამორჩეულმა ფრაზამ (არ ვციტირებ) კითხვა შემაწყვეტინა და...
უფრო ადრე კი, სხვათაშორის, მაგრამ გულწრფელად ნათქვამი ორი სიტყვა იყო მნიშვნელოვანი.

ჰოდა ასე, მთელი ცხოვრება შეძახილები გვესმის.
ხეებიც შესაბამისად – ხმებიან, ან ყვავდებიან..

***
ამ ყველაფერთან კავშირი არ აქვს, მაგრამ აქვე დავწერ (რაკი პოეზიაზეა):
გიორგი ბუნდოვანმა პოეზიის პანაშვიდზე მიგვიწვია.
რა უცნაურია ეს 90-იანელთა თაობა. უკვე მეორე წარმომადგენელი აცხადებს, რომ პოეზია მოკვდა და ხელს უქნევს. ოღონდ, როგორც ჩანს, არ თანხმდებიან და თითქმის ორი წლის შუალედით აცხადებენ ერთსა და იმავეს.
და,
მე მაინტერესებს,
რატომ ხდება მსგავსის გამოცხადება მაშინ, როცა პოეტი წერას წყვეტს? (ან ჰგონია, რომ წყვეტს; ან (როგორც გუშინ ვთქვი), კადრად იქცევა (აღარ ვითარდება) და რაკი ალბომში ჩაკვრის დრო დგება, ამ დროს პოეზიაც მკვდრად ცხადდება).
მოკლედ, განცხადების წაკითხვის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
გარკვეულწილად ვეთანხმები კიდეც, როცა ამბობს, რომ "არ ხდება ყველა (თუკი ვინმეა) ნიჭიერი პოეტის გაცნობა და შესწავლა სათანადოდ, არ ხდება კრიტიკა, ჯანსაღი კრიტიკა, რომელიც არ ხდება კი არა და, არც კი არსებობს ლამის!". მაგრამ, მგონი, არც არავის ეშლება ხელი, რომ თვითონ იყოს თუნდაც ერთი პოეტის აღმომჩენი, ან კრიტიკის დამწერი.
დაახლოებით ისე ჟღერს, როგორც ბოლო დროს, პოლიტიკური ტრიბუნებიდან თავისუფალი სიტყვის მოთხოვნა. დღეს, როცა არსებობს ყველაზე უფრო თავისუფალი სივრცე – ინტერნეტი, რა საჭიროა ზოგიერთი გალავნის თავით განგრევის მცდელობა? (მივედი ამ დასკვნამდე..)
წერეთ, ბატონო.
აღმოაჩინეთ და წერეთ.
(ფრაზას დაემსგავსა – ჩემივე ლექსიდან :) )
ამ ტრიბუნიდან შესაძლოა მსმენელთა კონტურებს ვერ არჩევდეთ, მაგრამ მათ არსებობას აუცილებლად იგრძნობთ.

"სანამ საქართველოში რამე უკეთესობისკენ არ შეიცვლება" –
ანუ, მერე გაცოცხლდება? თუ იოსებივით – გაიღვიძებს...
და, ვინ შეცვლის?

პ.ს. შეძახილის ამბავს დავუბრუნდები – შევეცდები, დავაკავშირო: ასეთ შემთხვევებში ხეა შემძახებელიც და ფოთლებდაცვენილიც.
ჰარაკირია.

მიწა კი, დგას
და ხეებიც ამოიზრდებიან...

სულ ბოლოს:
კრებულის გამოცემა მოსალოცი საქმეა. წარმატებას ვუსურვებ:)

2 comments:

Sophie Golden said...

სიმართლე გითხრა, ზუსტად ვერ გავიგე, გიორგი ბუნდოვანი რას გულისხმობდა... ნიცშეც ამბობდა, ღმერთი მოკვდაო და რა, მოკვდა? (Б-же упаси!) პოეზიაც, მხატვრობაც, მუსიკაც, ღმერთიც - თითოეული ადამიანის სულშია და თუ თვითონ მოკლავს რომელიმეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადამიანისთვისაც მოკვდა. ასეთია ჩემი; და რაღაცნარად მეწყინა ის სიტყვები, პიარ-მაიმუნობას უფრო ჰგავს, პოეზია მოკვდას ძახილი :(

Keti said...

სოფი, მეც ამას ვგულისხმობდი, როცა ვწერდი – მიწა /აქ: პოეზია/ დგას–მეთქი.

ეს უკვე მეორე განაცხადია და უფრო ნაკლებეფექტური. მხოლოდ იმით დამაინტერესა, რომ ერთი თაობის პოეტების დასკვნაა და გადავწყვიტე, აღმენიშნა.
ჰო, ტექსტი პიარს შეიცავს :)
http://literatura.ge/forum/index.php?showtopic=2409