Saturday, July 25, 2009

შინ

ასე: დაიწყო ჩემი სამსახურისგან თავისუფალი ერთი თვე და წარმოსახვით კედელზე ფერად–ფერადი სანიშნეების მიმაგრება-ჩამოხსნის დროც დადგა. საიდან რას დავიწყებ, როდის რას მოვასწრებ: მიმოსვლას 60 კილომეტრიან რადიუსში, წიგნის კეთებას, მომარაგებული საკითხავის ათვისებას, შინ პატარა რემონტის გაძღოლას და კიდევ ათას რამეს.. თანაც არცერთი რომ არ მეზარება? პირიქით, მეჩვენება, რომ დროში ვარ შეზღუდული. ჰო, კიდევ ერთი გეგმა მაქვს და თუ მოვაბი თავი, ვრცლად დავწერ.
...
არსებობს სახლი, რომლის კარის ჩაკეტვისას მგონია, რომ ისევე საცოდავად მიცქერის, როგორც ჩემი ძაღლი დამშვიდობებისას – ორი წლის წინ, იმავე ეზოში. მოვდივარ მერე გულდამძიმებული.. და ვბრუნდები სიზმრებში. უცნაურია, სიზმრებში მხოლოდ ორგან ვარ ხოლმე: ვერაზე და ამ მარტოხელაში. ბინა, სადაც ახლა ვცხოვრობ – არასდროს დამსიზმრებია, მიუხედავად იმისა, რომ გადმოსვლიდან მე-8 წელი გადის. მხოლოდ ბავშვობის სახლები, სადაც მამა ყოველთვის შინ არის, ან მოდის.
იდეა: ჩემი ბავშვობის სახლები – კარგი თემაა დასაწერად. ოღონდ, სხვა დროს – როცა ნაკლებად სენტიმენტალური ვიქნები.. ახლა მხოლოდ ფოტოს დავდებ:

6 comments:

Toma said...

რამდენი საქმე გქონია გასაკეთებელი. დასვენებას არ აპირებ?

Keti said...

იმედია, რამდენიმე უსაქმო დღის გამოძებნასაც მოვახერხებ :)

nastasia said...

magnituri dgeebia,tu chemi sayvareli mistikis ambavia,yvela saxlebse ro vcert? :)

saxli sulieri arsbaa

da kide sulieri arseba damianistvis,shvebuleba bednierebaa,aserom bednier shvebulebas gisurveb :))))))))

Keti said...

მგონი, ასეა :)
მეც ვთვლი, რომ სულიერი არსებაა და ამიტომ მიყვარს სახლების ფოტოების გადაღებაც. ამაზე ხშირად მიფიქრია, დაწერაც მინდოდა..
ჩემ ფლიკრზე ძირითადად სახლების ფოტოებს ვდებ. ვინმე იტყვის, ადამიანებს არ იღებსო , არადა სულ მგონია, რომ ბევრი ხალხი მყავს გამოფენილი..
დიდი მადლობა, ნასტასია :) შენც ბედნიერ დღეებს გისურვებ! :)))

Kalo said...

dacere raa, qet, darcmunebuli var, arachveulebrivi gamova

Keti said...

ვეცდები, კალო :) გმადლობ!