Monday, July 13, 2009

ერთი კვირა, კედელზე

უცნაური ორშაბათია – არც ერთი ნახატის მოტანა არ მსურს. ვერც მკვეთრი ფერები მივიღე, ვერც – მუქი, ვერავის ხელწერა..
და მთლად ცარიელი რომ არ დარჩეს კედელი, იყოს კლოდ მონეს "ნავი" - სიმშვიდის გამო (თუ სიმშვიდისთვის).

*
მონეს კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი ნამუშევარი – "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა" (ტერმინ "იმპრესიონიზმის" დაბადება სწორედ ამ ტილოს დაემყარა).
ფორთოხლისფერი მზე – ჩემი მოხიბვლის "ყველაზე უფრო" მიზეზია..

13-19 ივლისი.

8 comments:

Anonymous said...

ტთუ არ მოუხდება ნუ დაამატებ :)

http://karaganda.wordpress.com/georgian-art-blogs/

Keti said...

მშვენიერი იდეაა :) მაგრამ ჩემთან ვორდპრესის ლინკები არ მოქმედებს. იქნებ საღამოს მოვუხერხო რამე..

Toma said...

მონე მიყვარს მე.
მისი სურათები მაქვს ნანახი რამოდენიმე მუზეუმში, და რეალურად ნანახი უფრო სხვაა ვიდრე წიგნში ან კომპში.
რარაც მოჯადოებული ხდები და თითქმის შედიხარ მის სურათში.

Keti said...

რეალურად ნანახი, რა თქმა უნდა, სულ სხვა იქნება. რა კარგია, რომ ამის საშუალება მოგეცა. ამას წინათ პიკასოს გამოფენაზე წავედი (მიუხედავად იმისა, რომ ეს მხატვარი არ მიყვარს და შესაბამისად, ბლოგზეც არასდროს გამომიფენია) და დაბრუნებისას ვიფიქრე, ასე კლიმტის ტილოები რომ მენახა, რა ბედნიერება იქნებოდა–მეთქი :)

Toma said...

keti, - ყველა მხატვარზე არ მქონია იგივე განცდა.
ზოგი ცნობილი მხატვრის ნამუშევარს რომ ხედავ უბრალოდ გიხარია რომ რეალურად ნახე, ზოგისგან შეშდები ისეთი ლამაზია მაგრამ ზოგს გაიშინაგნებ და მთლიანად გადადიხარ სიუჟეტში. აი ასე დაემართა მონეზე. :)

Keti said...

და ეგ ყველაზე უფრო "აღქმაა", როცა მთელი არსებით.
ეჰ, მონეს მეც ვნახავდი.. :)

Khatia Caroline said...

მეორე უფრო მომეწონა, დახურული ნავი იქ შესვლამდე დანახვითვე სულს მიხუთავს :)

Keti said...

უი, დახურულ ნავზე ასე არ მიფიქრია.. ფერებმა დამამშვიდა.
მეორე კი მეც მეტად მომწონს :)