Showing posts with label claud monet. Show all posts
Showing posts with label claud monet. Show all posts

Monday, June 7, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ხიდები –
აკვიატებული მელოდიაც მათზეა, დღის მანძილზე რამდენჯერმე გახსენებული ნახატიც. თითქოს ეს დღეც ასეთივეა – დღე-ხიდი.
კვირის მანძილზე რამდენიმე ნამუშევარს გამოვფენ. პირველი ის იყოს, რომელიც ზემოთ ვიგულისხმე – პოლ სეზანის "ხიდი მელუნთან ახლოს"
*
კიდევ ერთი ხიდი – ამჯერად კლოდ მონეს შემოქმედებიდან. ხიდების სერია – ჟივერნში მდებარე მხატვრის სახლის ბაღიდან – ფერთა გრადაციებით, იმის მიხედვით, თუ როგორ ხედავდა მხატვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ძალიან შთამბეჭდავია. ჩემი კვირის ფერი მწვანე აღმოჩნდა (პირველი არჩევანიც ასეთი იყო), ამიტომ მონეს ხიდებიდანაც მომწვანო ტონალობის ნამუშევარს გამოვფენ. თუმცა, სიმართლე ვთქვა, სწორედ ამ ტონებში დახატული ხიდები მომწონს, ვიდრე გვიანდელი პერიოდის მეწამული.

7-13 ივნისი.

Monday, April 19, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ნავი – თემა თუ სიტყვა თუ საგანი – ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება :) დღევანდელი გამოფენაც "ნავებიანი" იქნება:
1869 წელს კლოდ მონემ თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სენას სანაპიროზე მოწყობილ კურორტ გრენუიზე ორი თვე გაატარა. აქ რამდენიმე ნახატი შექმნა, მათ შორის არის "ბანაობა გრენუიში".

19-25 აპრილი.

Monday, July 13, 2009

ერთი კვირა, კედელზე

უცნაური ორშაბათია – არც ერთი ნახატის მოტანა არ მსურს. ვერც მკვეთრი ფერები მივიღე, ვერც – მუქი, ვერავის ხელწერა..
და მთლად ცარიელი რომ არ დარჩეს კედელი, იყოს კლოდ მონეს "ნავი" - სიმშვიდის გამო (თუ სიმშვიდისთვის).

*
მონეს კიდევ ერთი, ჩემი საყვარელი ნამუშევარი – "შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა" (ტერმინ "იმპრესიონიზმის" დაბადება სწორედ ამ ტილოს დაემყარა).
ფორთოხლისფერი მზე – ჩემი მოხიბვლის "ყველაზე უფრო" მიზეზია..

13-19 ივლისი.