Monday, January 25, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ორი დღეა, "აალებული ივნისის" გამოფენა მინდა და ორშაბათს ვუცდი :) ისე ამაღელვა: განსაკუთრებით – ზღვით და მართლაც ალივით კაბით. საოცარი ფერია, ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებს ჩემზე მისი ნებისმიერი ტონი. წყლისა და ცეცხლის სტიქიაზე და მათ კავშირზე ფიქრს განვაგრძობ, აქ კი –

ცოტა რამ ავტორზე:
მხატვარი და სკულპტორი ფრედერიკ ლეიტონი 1830 წელს ინგლისში, სკარბოროში დაიბადა. განათლება ლონდონსა და ფლორენციაში მიიღო. 1860 წელს ლონდონში გადავიდა და მალე სამეფო აკადემიის პარტნიორი, შემდეგ კი მისი პრეზიდენტიც გახდა. მისი ყველაზე ცნობილი სკულპტურა „პითონთან მებრძოლი ათლეტია", რომელსაც თანადროული ბრიტანული სკულპტურის რენესანსის სათავის დამდებად თვლიდნენ. 1878 წელს მხატვარს უინძორის რაინდობა უბოძეს, მოგვიანებით – ბარონეტობა; იგი იყო პირველი მხატვარი პერის წოდებით (სულ ერთი დღით). რაკი ლეიტონი არასდროს დაქორწინებულა და არც შთამომავლები დარჩენია, სიკვდილის შემდეგ ბარონობაც ჩამოერთვა (სიმართლე ვთქვა, აქ მეღიმება. საერთოდაც – წოდებებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭებაზე). ლონდონის ჰოლანდიურ პარკში მდებარე ლეიტონის სასახლე მუზეუმად გადაკეთდა და მისი ნამუშევრების უმეტესობა სწორედ იქ ინახება.

25-31 იანვარი.

7 comments:

Sophie Golden said...

რა ლამაზი კაბა აცვია... მგონი, ფრედერიკ ლეიტონის სხვა შემოქმედებაც მაქვს ნანახი, ქალს სურათზე ძალიან ნაცნობი სახე აქვს.

Lalena said...

საოცრად ლამაზია, ფერიც და სუქ-ჩრდილებიც, მეც ისეთ განწყობაზე დამაყენა, რომ მთებს გადავდგავ :)

Keti said...

* სოფი, მსგავსი გარეგნობის ქალებს ხშირად ხატავდა..

* ლალენა :)

ჯორჯ პაიკი said...

აქ ერთი მწერალი მახსენდება, მაგრამ თან ვერ ვიხსენებ (ოხ, ეს სკლეროზი) ის კი კარგად მახსოვ ის მწერალი რომ ამბობდა, მძინარე სატრფოს დარაჯობა ყველაზე სასიამოვნოაo, ხოდა მეც ვეთანხმები. :) რა ჯობია მძინარე სატრფოს დარაჯობას, არც არაფერი!

Keti said...

ალბათ :)))

ამ შემთხვევაში რატომღაც ცეცხლის დარაჯობა წარმოვიდგინე და მითიური ამბავი გამახსენა :)

Tomushka said...

vaime ra magari suratiaaa
axlac ki eklebi maqvs dayrili sxeulze ise damajriala danaxvaze.

dzlian magari suratia da aqamde ar mqonda nanaxi!

Keti said...

ტომუშკა, მეც მსგავსი რეაქცია მქონდა..