Tuesday, January 26, 2010

* * *

... ფანჯარა მიხურული იყო, მაგრამ ქარმა ცხელი ასფალტის სუნი მაინც შემოიტანა. კარგა ხანს ვუცქირე, როგორ აგებდნენ ტროტუარს. ყველა პროცედურა ვნახე: მანქანის დაცლიდან დატკეპნამდე.
და ვიფიქრე გზებზე.
რომლებიც დავკარგე.
ან ატალახდა.
ყოველ შემთხვევაში, მოასფალტებული არ არის.
ან უბრალოდ, ჯერ არც ვიცი, როგორია.

11 comments:

Lalena said...

:) და რამდენი გზა გელის წინ...

Keti said...

ჰო :)

donshakal said...

ხოო, მთავარია წინ რა გელის! :)

Keti said...

კიი :)

ნასტასია said...

me nebismiri gsa miyvars :)
gsebse avr dasaxlebuli...

zurriuss said...

ასფალტზე სულ ზაფხული მახსენდება. მზე, მზე, უხვი მზე, რომელიც ცოცხივით აფერთხავს სხივებს მხურვალე ასფალტს...

Keti said...

* ნასტასია :)

* ზურიუს, ლამაზად თქვი :)

Tomushka said...

იმ გზებზე ვერ ვფიქრობ რომლებიც დავაგე, და რომლებსაც დავაგებ ალბათ.
მაგრამ ძალიან მაფიქრებს თვითონ პროცესი.
თავიდანვე კარგად და საფუძვლიანად თუ არ დავაგეთ, მალევე დაინგრევა.

Keti said...

ტომუშკა, მართალი ხარ..

სალომე აჩბა said...

uh, rogor momnatrebia shens blogze bodiali

Keti said...

სალომე :) :*