Monday, February 1, 2010

კვალი

დღეს ზურა ჯიშკარიანის ბლოგი წავიკითხე თემაზე, რომელზეც თავადაც არაერთხელ მიფიქრია. განსაკუთრებით მაშინ – როცა რომელიმე ვირტუალური ნაცნობის გარდაცვალების ამბავს ვიგებდი; ან როცა ერთ-ერთის პატარა გოგონას ფოტოებს ასევე ბლოგერი მეუღლე დებს და მე ვხედავ, როგორ იზრდება და ემსგავსება მამას; სრულიად უცნობების შესახებაც წამიკითხავს..

ამ საღამოს ისევ ვიფიქრე იმ რამდენიმე ვირტუალურ კვალზე (როგორც ზურა უწოდებს), რომლებსაც მე ვტოვებ და საერთოდ, ჩვენ – ყველანი ვტოვებთ.

19 comments:

ჯორჯ პაიკი said...

ხო, მალე შვილიშვილები თავიაანთი პაპა-ბებიების კვალს მიაგნებენ ვირტუალურ ბილიკებზე. :)

Keti said...

კი :) და შეიძლება ისინი უკეთ გაიცნონ კიდეც, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში :)

donshakal said...

ქეთი, მგონი მართლა არსებობს რაღაც :))

Keti said...

კი, ისე უცნაურად დავემთხვიეთ :))

Kate said...

შენ ალბათ ბია იგულისხმე ხო???
ბია ანუ მირამაქსი.
და ანუ გიო გზირიშივილი :(((
ხო, ნატალია ძალიან ჰგავს გიოს.



ვტოვებთ კვალს და ნეტავ ვინმე მოგვაგნებს მრავალი წლის შემდეგ???

Kate said...

ხოდა რავიცი რა.

Keti said...

ქეთ, კი
მეფიქრება ხოლმე მათზე :((

და საერთოდაც.

Kate said...

ხო, მეც მეფიქრება ხოლმე.
ბიას facebook–ზე ვწერ ხოლმე მოკითხვის მიზნით.
თუმცა არ მინდა დიდად შევაწუხო.
უბრალოდ მინდა იცოდეს, რომ ცხოვრება გრძელდება.
თუ აწი მაგას ცხოვრება ჰქვია...

Keti said...

მგონია, ყოველთვის არსებობს მიზეზი, რისთვისაც ვგრძელდებით. ჰოდა, უკეთესის სურვილით – მათთვისაც და საერთოდ...

Kate said...

არვიცი...
ზოგი უბრალოდ იმიტომ აგრძელებს, რომ საჭიროა.
და არა იმიტომ, რომ უნდა გაგრძელება.

Keti said...

ქეთ, მე მგონია, რომ მაშინაც, როცა გვინდა გაგრძელება, ეს საჭიროც არის. საჭირო ყველა შემთხვევაშია :)
ყველა ჩვენგანს აქვს გასავლელი გზა – როგორიც არ უნდა იყოს...

Kate said...

არადა ხშირად იმდენად არ მინდა გაგრძელება.
მინდა გავჩერდე სამუდამოდ.
ძალიან მინდა და ძალიან ხშირად მინდა.
მაგრამ მერე ისევ ხალხი მახსენდება.
უპირველესად კი დედაჩემი.
მებრალება ამხელა ტანჯვისთვის და ვაგრძელებ.

Keti said...

ქეთ, არასდროს იფიქრო ასე, კარგი? გაგრძელება ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ყველა გადალახული ბარიერი გვაძლიერებს. მეც გამომიცდია და ამიტომ ვამბობ. ხან ისე ძნელია, ისე, მაგრამ ბოლოს მაინც გამოდის...
და მოსაწყენსა და ცუდს აუცილებლად მოსდევს ხოლმე კარგი. მანამდე კი გარშემო იმდენი ლამაზი გვრჩება შეუმჩნეველი... გაიღიმე და მხოლოდ კარგზე იფიქრე, ქეთ :*

Kate said...

"მოსაწყენსა და ცუდს აუცილებლად მოსდევს ხოლმე კარგი."

ეს როდის ხდება ნეტავ...
მგონი არასოდეს. :)

Keti said...

ხდება, ქეთ :)
მთავარია, შეუმჩნეველი არ დაგვრჩეს :) ხანდახან ასეც ხდება ხოლმე...

Kate said...

:* :* :* :* :* :* :* :*

Keti said...

:*:*:*... :)

nastasia said...

me vambob xolme,me ro agar viqnebi,chemi blogi da flickri iqneba da tan veravin gadayris ujridan imito ro gayvitlda tqo :)da mshvidad visxam shemdeg finjan chais :)

Keti said...

აბა რა, მშვიდად :) ჩაი კარგი იყო :)