Monday, March 22, 2010

ერთი კვირა, კედელზე

ლეონარდო და ვინჩი მხოლოდ ერთხელ გამოვფინე – პოსტში, რომელიც ლუის ბუნუელის ფილმის გამო დავწერე.
დღეისთვის მისი "ქალის თავი" შევარჩიე: სიმშვიდე მოდის ამ პორტრეტიდან.. ალბათ, სევდაც. და ვინჩის ქალებს თვალები ხშირად აქვთ დახრილი და თითქმის ყოველთვის გადამდები სიმშვიდის მატარებლები არიან. არ ვიცი, შეიძლება ეს მხოლოდ ჩემეული აღქმაა.
კიდევ ერთი ასოციაციაც – სალვადორ დალის ნახატთან, რომელიც უკვე გამოვფინე.

22-28 მარტი.

8 comments:

clown said...

და ვინჩი ძალიან მიყვარს ^^


ხოდა სალვადორ დალიზე ასმაგათ მაფანატებს ^^

Keti said...

სალვადორ დალი მეც გამორჩეულად მომწონს :)

Sophie שרה Golden said...

მე ეს სურათი პირველად "Ever after"-ში ვნახე :)) სადაც დრიუ ბერიმორის სახეა ამ თავში. აი, ჰოლივუდიც ანათლებს ადამიანებს.
Have a good week!

Keti said...

საინტერესოა, არ მინახავს ფილმი...
შენც კარგ კვირას გისურვებ, სოფი! :)

Kate said...

მე ამ სურათში გარდა სიმშვიდისა მორჩილება დავინახე. დაბლა დახრილი თვალების სახით. ანუ თითქოს ვიღაცას ემორჩილება უნდა ეს თუ არა.

Keti said...

ქეთ, საინტერესოა. იქნებ ღვთისმორჩილება, არ ვიცი...

babisa said...

<3

Kate said...

შეიძლება...
არვიცი.