Monday, March 8, 2010

ისე, დღევანდელზე...

"ო, როგორ მინდა გავექცე ყველას,
ვისაც შეუძლია,
ძველი სიტყვები მითხრას ისევ.
აქ ცხოვრებას არავინ არ იწყებს თავიდან?"
ბ. ხარანაული
ისეთი დღეა – სიახლის მძაფრი სურვილით, იდეებით. ერთ იდეაზე დედასთან ერთად ვფიქრობ. გახალისდა. მიხარია, რომ ცოტა მაინც გახალისდა, შემიძლია დავეხმარო იმის განხორციელებაში, რაც მოსწონს. ვნახოთ. დილიდან "ოტელ კოსტესს" ვუსმენ, გაბრუებული ვარ, ნონსტოპი მაქვს ყურებში /"მე დაკიდებულ ბაღში ვირწევი"/ და თავში... ახალი! ბევრი! რამე! ოღონდაც :( ძალიან მინდა ისე ვცხოვრობდე, ისეთ გარემოში, როგორც წარმომიდგენია. სასტიკად მინდა. ჯერჯერობით მხოლოდ მუსიკა მაქვს ყურში და წარმოსახვები. ყველაფერი შესაძლებელია, მხოლოდ ხალისია მუდმივ რეჟიმში ჩასართველი. ასეთ შემთხვევაში ძალასაც ადვილად ვპოულობ ხოლმე.

პ. ს. კარგი იქნებოდა, ახალი წელი გაზაფხულობით დგებოდეს. მეტად შეეფერება.

11 comments:

babisa said...

amqveynad imdeni axaliwelia , mgoni erti gazafxulobit iyo, 1 marts :)

Keti said...

მართალია, მაგრამ ოფიციალურად რომ იყოს, კარგი იქნებოდა ალბათ :) ისე, ჩემთვის თითქოს გაზაფხულობით იწყება ახალი წელი, მეც გაზაფხულის ვარ :)

Kate said...

ხო, მეც ეგ უნდა მეთქვა...
ახალი წელი 1 მარტს დგება.
ნუ ახლა აღარ ვიცი, მაგრამ ოდესღაც და სადღაც ასეა.



კარგია ახალი იდეების მოჭარბება.
მაგრამ მათი ცხადყოფა უფრო მაგარია.

Keti said...

ჰო, ოდესღაც და სადღაც :)

კი, მთავარი ცხადყოფაა და იმედია, საამისო ძალას ყველა გამოვძებნით :)

Kate said...

მოძებნი აბა რას იზამ.

Keti said...

ვეცდები და იგივეს გისურვებ :)

Kate said...

დიიიიიიიიდი მადლობა :*

Keti said...

:*

შორენ said...

რა კარგი მუსიკა გქონია ყურებში. აი ეგეთი ცხოვრება მუდამ. გაუჩერებლად. ახალი წელი გაზაფხულზე,მე ძალიან მინდა

შორენ said...

რა კარგია დედები როცა ხალისდებიან, ისე ხარ თითქოს 20 კაცის ენერგია მოგემატა,ან კიდევ უფრო მეტის. დედები რა ტკბილები არიან.

Keti said...

შორენ, ჰო, ზუსტად ასე – თითქოს 20 კაცის ენერგია...
ტკბილები.