დღეს პოლ დელვოს გამოვფენ. მის შესახებ ადრე უკვე დავწერე, ამიტომ ამჯერად მხოლოდ საკუთარ არჩევანზე: სადგურს შემოგთავაზებთ – მაზუთის სუნიანს, ადამიანების გადაძახილთან შეჯერებული საყვირის ხმებიანს, კვამლიანს და ტვირთით სავსეს..
იმედი მაქვს, კვირის მეორე ნახევრისთვის რომელიმე, შედარებით ნათელ ნამუშევარსაც შევარჩევ.
26 აპრილი –
2 მაისი.
Monday, April 26, 2010
Sunday, April 25, 2010
ხელცარიელი

ახლა წარმოვიდგინე ჩემი ბლოგი ხვალ როგორი იქნებოდა – გამოფენიდან გამოფენამდე და ძალიან არ მომხიბლა ამ პერსპექტივამ. არადა, არ მინდება წერა – უბრალო, ყოფითი რამეების თხრობა. საერთოდაც, მგონია, ჩავიკეტე – არაფერზე მსურს აზრის გამოთქმა, უფრო ზუსტად – გაზიარება. გუშინ ისიც ვიფიქრე, განა ისეთი ბლოგის არსებობა, როცა ბლოგის ავტორს არაფრის თქმა უნდა, გამართლებულია-მეთქი?
კარგი, ვცდი, თუნდაც დღევანდელზე. დღეს, მაგალითად, მივხვდი, რომ ძველი სახლების გადაღება აღარ მეხალისება. მომეჩვენა, რომ მათი ყველა ნაოჭი ვიცი. ნაოჭებში ჩამალული ყველა ამბავი – ვერა, მაგრამ ახლა არ მინდა მათთან საუბარი.
ფეხით ბევრი ვიარე. არ დავღლილვარ, ფეხით სიარული მიყვარს. დიდხანს ვიდექი წიგნის მაღაზიაში – თაროების წინ. ხელცარიელი წამოვედი. მერე მაისური ვიყიდე – თეთრი და გზაში ვფიქრობდი: "ჰმ, ესეც თეთრი, უცნაურია". კიდევ რა... ნაცნობი საიტები მომწყინდა, მათ შორის ლიტერატურული. კიდევ, მცდელობები მომწყინდა. ლაპარაკიც. წერა ხომ – ფაქტი სახეზეა.
გუშინ ფარაჯანოვის ფილმები გავიხსენე. ისე მომინდა ბროწეულის კანიანად ჩაკბეჩა, მაგრამ სად არის ბროწეული... ყურში ქარით აშრიალებული ქაღალდის და ნიაზის ხმა მაქვს.
...
ესეც პოსტი – სხვა თუ არაფერი, ორფერი მაინც.
Labels:
sherca,
ბლოგი,
ბროწეული,
დღიური,
ფარაჯანოვი,
ფოტოგრაფია
Monday, April 19, 2010
ერთი კვირა, კედელზე
ნავი – თემა თუ სიტყვა თუ საგანი – ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება :) დღევანდელი გამოფენაც "ნავებიანი" იქნება:
1869 წელს კლოდ მონემ თავისი დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, სენას სანაპიროზე მოწყობილ კურორტ გრენუიზე ორი თვე გაატარა. აქ რამდენიმე ნახატი შექმნა, მათ შორის არის "ბანაობა გრენუიში".
19-25 აპრილი.

claud monet,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Friday, April 16, 2010
ჯინგო
ამ საღამოს დაღლილი და ცოტა დათრგუნულიც ვიჯექი მეტროში. გვერდით პატარა გოგოები მომისხდნენ, ასე 6-7 წლის. ვკითხულობდი. სადღაც მიღმიდან სამხმად მოვიდა: ჯინგო(უ), ჯანგო(უ). თბილი ხმები ჰქონდათ, ვაგონი ირწეოდა, თვალს მზე მჭრიდა, ბგერებმა წამიღეს..
ეს თამაში "ჯეირანივით" არის – ადრე ჩემი მეზობელი ბავშვები გატაცებით რომ თამაშობდენ. ჯანგო(უ)ს ხელების სინქრონული მოძრაობა მოსდევს, მერე თითების რაოდენობას და კომბინაციებს ითვლიან. გავერთე.
...
სტრატეგიასა და პრინციპებზე მინდოდა წერა. სტრატეგიას მთავარსარდლები გეგმავენ, პრინციპები რიგითებსაც აქვთ. ჰოდა, სულ ეს არის. როცა "წესი" დაწესებულია, მისგან გადახვევა როგორ იქნება?! არადა, ალბათ ცოტა უფრო ფართო ხედვაა საჭირო. შეთავაზება ექსკლუზიური იყო, მიუხედავად წესზე ვერმორგებისა. მოთხოვნა – სწორხაზოვანი.

თამაში,
ლიტერატურა,
მეტრო,
სტრატეგია
Monday, April 12, 2010
ერთი კვირა, კედელზე
მედლინ პეირუს სიმღერა მგონი კვირის საუნდტრეკად მექცა, ჰოდა, მოწოდებას სიმღერიდან საგამოფენო კედელზე ვიზუალურადაც წარმოვადგენ – მარკ შაგალის "ცეკვას" გთავაზობთ.
ადრე, ერთ-ერთ ნახატზე ვწერდი – სულ მგონია, შაგალი ღიღინით ხატავდა-მეთქი. მასთან ბევრი ბგერაა. ამ კონკრეტულ ნახატში მზეც ბევრია...
მზიან კვირას გისურვებთ! :)
12-18 აპრილი.
ადრე, ერთ-ერთ ნახატზე ვწერდი – სულ მგონია, შაგალი ღიღინით ხატავდა-მეთქი. მასთან ბევრი ბგერაა. ამ კონკრეტულ ნახატში მზეც ბევრია...
მზიან კვირას გისურვებთ! :)
12-18 აპრილი.
Labels:
Marc Chagall,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მხატვრობა
Friday, April 9, 2010
Dance me to the end of love
დღევანდელი მუსიკალური ფონი რეალობისთვის,
სიზმრებისთვის, წარმოსახვისთვის –
ჩემი სამი განზომილება :)
Labels:
Madeleine Peyroux,
განწყობა,
მუსიკა
Tuesday, April 6, 2010
Monday, April 5, 2010
ერთი კვირა, კედელზე
არ შემეძლო, ამ ორშაბათს ნამუშევარი სხვა თემაზე შემერჩია: ფიროსმანის "ბატკანი, სააღდგომო მაგიდა და ანგელოზები". საერთოდაც, ეს კვირა მისი იყოს..
*
გადასვლა იქნებ თემატურად მოულოდნელიც, მაგრამ...
როცა შემდეგ ნახატს ვარჩევდი, მელოდია და არჩევანი ერთად მოვიდა: "ტურფა"
ასეთი გამოფენა არ მქონია – მუსიკის თანხლებით:
ჩემი კედლის წინ მდგარებმა ნინო ქათამაძის "ტურფას" მოუსმინეთ..
5-11 აპრილი.

Niko Pirosmani,
NINO KATAMADZE,
ბლოგი,
გამოფენა,
კედელი ერთი ტილოსთვის,
მუსიკა,
მხატვრობა
Sunday, April 4, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)