Sunday, April 25, 2010

ხელცარიელი


ახლა წარმოვიდგინე ჩემი ბლოგი ხვალ როგორი იქნებოდა – გამოფენიდან გამოფენამდე და ძალიან არ მომხიბლა ამ პერსპექტივამ. არადა, არ მინდება წერა – უბრალო, ყოფითი რამეების თხრობა. საერთოდაც, მგონია, ჩავიკეტე – არაფერზე მსურს აზრის გამოთქმა, უფრო ზუსტად – გაზიარება. გუშინ ისიც ვიფიქრე, განა ისეთი ბლოგის არსებობა, როცა ბლოგის ავტორს არაფრის თქმა უნდა, გამართლებულია-მეთქი?
კარგი, ვცდი, თუნდაც დღევანდელზე. დღეს, მაგალითად, მივხვდი, რომ ძველი სახლების გადაღება აღარ მეხალისება. მომეჩვენა, რომ მათი ყველა ნაოჭი ვიცი. ნაოჭებში ჩამალული ყველა ამბავი – ვერა, მაგრამ ახლა არ მინდა მათთან საუბარი.
ფეხით ბევრი ვიარე. არ დავღლილვარ, ფეხით სიარული მიყვარს. დიდხანს ვიდექი წიგნის მაღაზიაში – თაროების წინ. ხელცარიელი წამოვედი. მერე მაისური ვიყიდე – თეთრი და გზაში ვფიქრობდი: "ჰმ, ესეც თეთრი, უცნაურია". კიდევ რა... ნაცნობი საიტები მომწყინდა, მათ შორის ლიტერატურული. კიდევ, მცდელობები მომწყინდა. ლაპარაკიც. წერა ხომ – ფაქტი სახეზეა.
გუშინ ფარაჯანოვის ფილმები გავიხსენე. ისე მომინდა ბროწეულის კანიანად ჩაკბეჩა, მაგრამ სად არის ბროწეული... ყურში ქარით აშრიალებული ქაღალდის და ნიაზის ხმა მაქვს.
...
ესეც პოსტი – სხვა თუ არაფერი, ორფერი მაინც.

14 comments:

clown said...

მიყვარს წიგნების თვალიერება ^_^

ხოდა ბროწეულზეც ვგიჟდები <3




გამოფხიზლებას გისურვებ შენც და ჩემს თავსაც ^_^

Keti said...

მეც, ორივეზე
შენს ბლოგს რომ ჰქვია ასე, ძალიან მომწონს :)

ვეცადოთ..
მადლობა :)

babisa said...

mominda rogor broweuli :))
da aseti etapebi yvelas gvqonia da gvaqvs.. mere ra
gadaivlis, imedia

Khatia Caroline said...

Da mshvenieri rame gamogivida, es chanaweri. Ras izam, xdeba yvelafris mobezreba. Me malinis chai da siwynare minda :) qmari orives momitans, magram dros vera :) xval orshabatia da isev brdzola arsebobistvis iwkeba :)

Keti said...

* ბაბისა, იმედია :)

* ხატი, მადლობა :) ჰო, მგონი ბუნებრივია. ორშაბათს ნუ იტყვი, ისე მეზარება ახალი კვირა თავისი რუტინით..

Lalena said...

მეც რაღაცნაირად ვარ, აპარატზე მაქვს შეერთებული ბლოგი და ძლით ვაცოცხლებ :(

მაგრამ ვერც გამოვაერთე აპარატიდან იქნებ გამოჯანმრთელდეს :)

როგორ არ მიყვარს წიგნების მაღაზიიდან ხელცარიელი გამოსვლა :(

Keti said...

გააგრძელე აუცილებლად, გამოჯანმრთელდება :)

მეც არ მიყვარს, მაგრამ არცერთი წიგნის წაკითხვა არ მომინდა..

Tomushka said...

ყველაფერს აქვს თავისი დრო და ეტაპი :)
დღეს ასე ვართ, ხვალ სხვანაირად ვიქნებით ზეგ კიდევ ვინ იცი როგორ და სად.

ხანდახან უნდა მისცე თავს ულფება და ”შეძვრე” ბუნაგში :) რა მოხდა ამით?
დარწმუნებული ვარ რაღაც ახალს იპოვი და ჩვენც გაგვახარებ მერე :)

Keti said...

ტომუშკა :*
მართალია, ხანდახან ჩამალვაც დროულია და აუცილებელი. იმედი მაქვს, გაგახარებთ :)

shoren said...

რა მოხდა პოსტის წერა თუ არ გეხალისება?ნუ დაწერ,ანდა დაწერე თუ ატყობ რომ უკვე გინდება.არაფერი დააძალო შენს თავს ძაან,მგონი ასე უფრო იოლია ცხოვრება.
ტეთრი მაიკა კარგია,ვგიჟდები თეთრებზე,სიქათქათეზე.
ქეთ შეიზლება დასვენება და სიახლე გაკლია.ცოტა ხნით მოეშვი,ჩაყვინთე და მერე ყველაფერი ახლებურად და გრიალით დაიწყება.
ნუ მოკლედ წარმატებებს გისურვებ:)

Keti said...

ჰო, შორენ, ეგ ყველაფერი მაკლია.. ხანდახან მგონია, ვეღარ ამოვყვინთავ. სიმართლე ვთქვა, არ ვაძალებ თავს.

აი, ჩემი თეთრები კი... თუ ოდესმე როგორმე დათბა, ჩავიცვამ.
მადლობა :*

სალომე აჩბა said...

კეთ, მოწყენილი მეჩვენები. გაიღიმილე : )

aninaland said...

უბრალო და გემოვნებიანი ბლოგია : )

Keti said...

* სალომე :) :*

* ანინა, მადლობა! :)