ამ საღამოს დაღლილი და ცოტა დათრგუნულიც ვიჯექი მეტროში. გვერდით პატარა გოგოები მომისხდნენ, ასე 6-7 წლის. ვკითხულობდი. სადღაც მიღმიდან სამხმად მოვიდა: ჯინგო(უ), ჯანგო(უ). თბილი ხმები ჰქონდათ, ვაგონი ირწეოდა, თვალს მზე მჭრიდა, ბგერებმა წამიღეს..
ეს თამაში "ჯეირანივით" არის – ადრე ჩემი მეზობელი ბავშვები გატაცებით რომ თამაშობდენ. ჯანგო(უ)ს ხელების სინქრონული მოძრაობა მოსდევს, მერე თითების რაოდენობას და კომბინაციებს ითვლიან. გავერთე.
...
სტრატეგიასა და პრინციპებზე მინდოდა წერა. სტრატეგიას მთავარსარდლები გეგმავენ, პრინციპები რიგითებსაც აქვთ. ჰოდა, სულ ეს არის. როცა "წესი" დაწესებულია, მისგან გადახვევა როგორ იქნება?! არადა, ალბათ ცოტა უფრო ფართო ხედვაა საჭირო. შეთავაზება ექსკლუზიური იყო, მიუხედავად წესზე ვერმორგებისა. მოთხოვნა – სწორხაზოვანი.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
6 comments:
დამაფიქრეს ამ სიტყვებმა - ”როცა "წესი" დაწესებულია, მისგან გადახვევა როგორ იქნება?! ” ხანდახან ალბათ ვერც გადაუხვევ, მაგრამ ხშირ შემთხვევებში რატომაც არა?
მეც მგონია, რომ ხანდახან გადახვევა შეიძლება :)
მე არ ვიცი ეგ თამაში.
წესებიდან გადახვევა არ მიყვარს. ხანდახან ვუხვევ, ბუნებრივია, მაგრამ წესები რომ არ იყოს, თბილისის ქუჩებში რომ მოძრაობაა, ზუსტად ასეთი იქნებოდა, როგორც გარე, ისე ადამიანის შინაგანი სამყარო. ზოგი ამბობს, კარგია ასეთი ქაოტურობა და განსაკუთრებით ხელოვანებისთვისო, მაგრამ ბოლომდე ვერ დავეთანხმები.
ყველას თავისი პრინციპი აქვს, შენი თქმის არ იყოს. ამაზე კიდევ უნდა ვიფიქრო, პატარა პოსტში რამხელა საფიქრალი ჩაატიე, მადლობა, ქეთი.
არა, ასეთ წესებს არ ვგულისხმობდი – ქუჩაში მოძრაობა და მსგავსი – წესებს უნდა ემორჩილებოდეს. საერთოდაც, თავს კანონმორჩილ ადამიანად ვთვლი :)
მაგრამ არის ადამიანური რამეები, სადაც ალბათ შეიძლება გადახვევა..
მადლობა შენ, სოფი :)
ძალიან ჩამაფიქრე :)
ქეთი, ისე დახვეწილად წერ ხოლმე, რომ შენთან კომენტარის დატოვებაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობ. კომენტარებს რაღაცნაირად წერილის გაგრძელებად აღვიქვამ და შესაბამისად პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რამე უშნო, უადგილო ან გაურკვეველი კომენტარი არ გამომივიდეს :)
ლევან, დიდი მადლობა :) მაგრამ შენმა სიტყვებმა მეც ჩამაფიქრა – არ მინდა ასეთ ფიქრებს ვაჩენდე...
შენ კი "უშნო, უადგილო ან გაურკვეველი" კომენტარი შეუძლებელია, რომ დაწერო! მიხარია შენი კომენტარები :)
Post a Comment