Sunday, June 27, 2010

ლოცვა: NON STOP

რუსთავი 2-ის ეთერით გადაიცა სიუჟეტი: თბილისის ერთ-ერთი კორპუსის მაცხოვრებლებმა სადარბაზოში სამლოცველო გახსნეს. სადარბაზოში 70 ოჯახი ცხოვრობს. სამლოცველო მამაომ აკურთხა. სიუჟეტში გამოითქვა იმედი, რომ ამ სიახლეს სხვებიც აიტაცებენ.

რატომ არ შეუძლია ჭეშმარიტ მორწმუნეს, გაიაროს სახლიდან 100 მეტრი უახლოეს ეკლესიამდე (ყველა ნაბიჯზე აშენდა/შენდება)?!
ლოცვა NON STOP: ოთახი–სადარბაზო–ეზო
?!
როცა
გულები, სულები – უმეტესად ცარიელი.

პ. ს. კომუნისტების დროს საქართველოში ხდებოდა: მიცვალებულს ხელში მსხვილ კუპიურას აჭერინებდნენ.
არ ჩამოჰგავს არსით?
წარდგინება – მომთაფვლელი.

18 comments:

Anonymous said...

ვაიმე სრიოზულად? უკეთესი იდეა: მოდით ყველამ ჩვენი ბინების ერთი ოთახი ვაქციოთ ტაძრად და სახლიდან გასვლაც არ დაგვჭირდება...

Keti said...

ყველა მორწმუნეს აქვს ბინაში სამლოცველო კუთხე და ვფიქრობ, ეს საკმარისია.. ეკლესიამდე.
და ასეთი კუთხეების სიმრავლე არ განსაზღვრავს რწმენის სინამდვილეს.

Anonymous said...

კი და მეც მაქვს.. უბრალოდ საიდნ მოსდით ასეთი იდეები ვგიჟდები...

Keti said...

ჰო, მეც ამას ვფიქრობ..

ketketa said...

ჩემი კორპუსია ეს, ქეთ.
ახალგაზრდებმა მოისურვეს და გააკეთეს. იყო უკმაყოფილებაც, მაგრამ საბოლოო ჯამში მხარი დაუჭირეს.
ძაან ლამაზია, მაგრამ არც მე მგონია, რომ აუცილებელი იყო. ცოტა განსხვავებულად ენთუზიასტი ბავშვები ცხოვრობენ ჩემ კორპუსში, ყველაფერს ვერ გიამბობთ, მარა მემგონი ყველაფერი რიგზე იქნება მაინც:)
თუმცა საერთოდ არ იყო აუცილებელი.

Keti said...

ქეთ, გუშინ ბევრი მაფიქრა ამ შემთხვევამ და არ მგონია, საჭირო იყოს სამლოცველოების კორპუსებში გადმონაცვლება... იმედია, ყველაფერი რიგზე იქნება :)

ჯორჯ პაიკი said...

ან იქნება რიგზე და ან არა.

Keti said...

ჰო, თუ სხვა მსურველებიც გამოჩნდებიან, მერე განსაკუთრებით..

babisa said...

:(
bad, very bad

Sophie שרה Golden said...

პოსტის სათაური რომ ვნახე, რატომღაც მეგონა ფრენიზე გეწერა (Franny and Zooey) და სასწრაფოდ შემოვედი :) ისიც ხომ შეუწყვეტლივ, ჩურჩულით ლოცულობს Jesus Prayer-ს. სელინჯერის სული სახლობს ჩემში...

Keti said...

ბაბისა..

სოფი :) :*

Toma said...

korpusis "archevania"
piradad me ar davucherdi mxars.

S.P. said...

da kabinetshi samlocvelo?
da magidaze eklesia? da saZinebelshi freskebi?

კატა said...

იდიოტიზმია :( მარაზმი აბსურდი და იდიოტიზმი :(((((

Keti said...

* ტომა, ჰო...

* S.P. ეგ კიდევ ცალკე თემა! შეიძლება ითქვას, სადარბაზოები მაგ ყველაფრის შემდეგი საფეხურია.

* კატა...

Kate said...

ზოგჯერ იმდენად არ მესმის მე ადამიანების....
რატომ უნდა გააკეთო ასეთი რამ, როდესაც ამდენი ეკლესიაა ქალაქში???

Keti said...

ჰო, როცა ამდენი...
და ცოტაც რომ იყოს, მაინც.

Kate said...

გეთანხმები.