Friday, March 25, 2011

ნიშადური

დღეს არქივში ჟურნალ "ნიშადურის" ერთი გაყვითლებული ფურცელი ვნახე. გამოცემის წელი (1908) და ნომერი მოგვიანებით დავადგინე, რადგან ამ გვერდზე არ არის აღნიშნული.
და რატომ ვწერ ამას:
არასდროს მინახავს გასული საუკუნის დასაწყისის ბათუმის პლაჟზე საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი ქალების ფოტოები ან ნახატები, ამიტომ მომეწონა ეს ილუსტრაცია და გულმოდგინედაც დავათვალიერე: სიღრმეში ხელგადახვეული წყვილი ჩანს – მამაკაცი, თუ არ ვცდები, ჩალმიანია; საინტერესოა ჯორზე შემჯდარი ადამიანი (მას მესიმინდეობა დავაბრალე), წინა პლანზე გამოსახულ ქალს კი – ბაფთიანი საცურაო კოსტუმით – უკომენტაროდ დაგიტოვებთ

და ფურცელს ამოვაბრუნებ:
აქ სხვა ილუსტრაციაა – "ფრთხილად... ფორთოხლებია!". მის თავზე კი ლექსი დაუბეჭდავთ, ვინმე პანიკაშვილისა... ლექსის მხატვრული ღირებულების რა ვთქვა, მაგრამ სიმწრით გაეცინება ადამიანს – ყველა დროში ერთსა და იმავეს ვჩივით.

ამ ფურცლის ნახვისას ვერაფრით მიხვდები, რა კავშირშია ილუსტრაციები ტექსტებთან – ვერცერთ დამაკავშირებელ ძაფს ვერ გამონახავ.
მეც, უბრალოდ, ნიშადურივით მოვიტანე ბლოგზე – გამოსაცოცხლებლად, ისეთივე ეფექტისთვის, როგორიც ჩემთვის სამუშაო დღის შუაგულში ჰქონდა :)

9 comments:

Clown said...

მეც დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი გაყვითლებულ ჟურნალებს ))

Rode said...

პანიკაშვილი ;დდდ

Nina Gorecki said...

ვაუ 1908 წელს ასეთი კოსტიუმით პლაჟზე გამოჩენა დიდი ამბავია :)

არასოდეს დამითვალიერებია ძველი პრესა, მხოლოდ ღვინოსთან დაკავშირებით და ძალიან სასაცილო რაღაცები აღმოვაჩინე

ეს პანიკაშვილი რაზე წერდა, დავინტერესდი :))

Toma said...

ra ucxos sacurao kostiumi acvia da ra shors aris es periodi dgevandeli realobisagan.

mikvars zveli ilustraciebi da fotoebi swored amitom rom shemidzlia shedareba - mashin vs dges :)

პანიკაშვილის leqsze kba chamomivarda.zustd igives tqma shemidzlia dgevandeli dgis gadmosaxedidan.

Keti said...

* გიო, ძალიან საინტერესო პროცესია :)

* როდე, ჰო :) ხშირად საინტერესო და სახალისო ფსევდონიმებით წერდნენ :)

* ნინა, მეც ეს ვიფიქრე – 1908 წელი, თან ჩვენთან :)
მგონი საინტერესო იქნებოდა, ამ სტატიების მიხედვით ღვინოსთან დაკავშირებითაც რომ დაგეწერა :)
ლექსზე ლინკით გადახვალ :)

* ტომუშკა, მეც შედარება მიყვარს :) ჩემი სამუშაოს გამო უნებურად თითქმის სულ ვადარებ დღევანდელ და უწინდელ მდგომარეობას და ხან მგონია, რომ ეპოქები იცვლება, ადამიანების მისწრაფებები და ქმედებები – ნაკლებად..

ჰო, დღესაც იგივეს ვამბობთ.

babisa said...

MONTSERRAT GUDIOL es momewona zalian
da batumis plajis adreuli ilustraciac zalian shtambechdavia.. :)

Lord Vader said...

Паниковский :)

Keti said...

* ბაბისა, მიხარია, რომ მოგწონს :)

* ლორდ :))

Sophie שרה Golden said...

პრობლემები და ადამიანები არასოდეს არასოდეს არასოდეს იცვლებიან.
პანიკაშვილიდან დაწყებული დღემდე და კიდევ ნოეს კიდობნამდე, მგონი.

კარგი ფოტოა. მიყვარს ძველი გაზეთები. მერე იმ ადამიანებს წარმოვიდგენ, მაშინ რომ იყვნენ და მათთან საუბარი მინდება...