Monday, April 11, 2011

ერთი კვირა, კედელზე

დღეისათვის ფრედერიკ ჩაილდ ჰასამის ოქროსთევზებიანი აკვარიუმი (1912) შევარჩიე. არსებობს ამ ნახატის მეორე ვარიანტიც (1916). სხვათაშორის, ეს მხატვრის ერთადერთი ნახატი არ არის, რომელსაც რამდენიმე ვარიანტი აქვს.

ამერიკელი იმპრესიონისტი ფრედერიკ ჰასამი 1859 წელს ბოსტონში დაიბადა. ხატავდა 1879 წლიდან, მისი პირველი ნამუშევრები ძირითადად აკვარელში იყო შესრულებული. 1882 წელს უშტატო ილუსტრატორად დაიწყო მუშაობა და თავისი პირველი სტუდიაც მოაწყო. იმხანად, ფერწერის შესწავლის პარალელურად, სხვადასხვა ჟურნალისათვის საბავშვო მოთხრობებს ასურათებდა. 1882 წელსვე, ბოსტონში, პირველი გამოფენა გამართა. მეგობრის, სელია ტექსტერის, რჩევით სახელი შეიმოკლა და ცნობილი გახდა, როგორც ჩაილდ ჰასამი.
1883 წელს, ფერწერაში ცოდნის გასაღრმავებლად მთელი ევროპა მოიარა და 70-მდე ნამუშევარი შექმნა, რაც საფუძვლად დაედო მის მეორე გამოფენას (1884).
ძირითადად პეიზაჟებს ხატავდა. განსაკუთრებულ ყურადღებას სინათლისა და ატმოსფეროს ასახვას აქცევდა. 1890-იანი წლების რეცენზიებში მას უკვე ამერიკელი იმპრესიონისტების მზარდი ჯგუფის ლიდერად მოიხსენიებდნენ. ამ პერიოდში ბევრს მოგზაურობდა ამერიკაში, კუბაზე, 1896 წელს კი ევროპაში დაბრუნდა (მოგვიანებით, მოგზაურობის გამუდმებული რეჟიმის გამო, საკუთარ თავს ხუმრობით "ფერმწერთა მარკო პოლო" უწოდა).
1909 წლისთვის ის უკვე ძალიან წარმატებული მხატვარი იყო – მისი ნამუშევრები დიდ ფასად იყიდებოდა. 1912-1920 წლებში შექმნა სერია "ფანჯრები". ამ ნახატებზე გამოსახული ქალები ძირითადად კიმონოებში არიან გამოწყობილები. სწორედ ამ სერიის ნაწილია დღევანდელი გამოფენისთვის შერჩეული ნახატიც. აგრეთვე, ცნობილია მისი "დროშების სერია".

11-17 აპრილი.

7 comments:

Nina Gorecki said...

მიყვარს ორშაბათ-სამშაბათები. შემოვდივარ შენთან, ვისვენებ, განწყობას ვიღებ

დღეს მზე, ოქროსფერი, ბალახის სუნი მიმაქვს :)

Keti said...

ნინა :* <3

სოფი שרה Golden said...

რამდენი ხანია არ მინახავს ასეთი მზიანი და პოზიტიური ნახატი. ძალიან მომწონს.
ბედნიერი კვირა გქონდეს, ქეთი!

Toma said...

ოქროს თევზზე და აკვარიუმზე გამახსენდა და რომ არ ადავცერო არ შემიძლია.

The grand design - ში ეწერა, იტალიის რომელიღაც ქალაქში (სახელი არ მახსოვს) თურმე აკრძალეს თევზების აკვარიუმების მრგვალი ფორმა და სქელი შუშა. მოტივი - თევზებს რეალობის აღქმას უმახინჯებსო :D :D :D

სურათი კი ძალიან თბილია :)

Keti said...

* სოფი, დიდი მადლობა! შენც ასევე – ბედნიერი კვირა! :*


* ტომუშკა, ესაც თევზების უფლებების დაცვა :))
მე კიდევ ყოველთვის მრგვალი აკვარიუმები მომწონდა :)
:*

Toma said...

me kide mgonia vigaca mafiozma kubi akvariumebis biznesi camoicko da imitom akrdzales mrgvali :D torem ra ician tevzs ra reloba aqvs? :D :D

Keti said...

უი, სიმართლეს ჰგავს, შეიძლება ასეც არის :))