მოკლედ, პირველი სამუშაო დღე – რუტინისა და ჩემთვის შემოდგომის საწყისიც. ბოლო წლებია, ზაფხულის გახანგრძლივებას ვნატრობ ხოლმე და სეზონის შეცვლა მასევდიანებს. ალბათ ასეც უნდა იყოს, როცა შემცვლელი შემოდგომაა. თუმცა, ისეთი ლამაზია, ტკბილი და ფერადი, ალბათ "ეპატიება" ცოტა სევდა. მით უმეტეს, რომ ზამთარი მოსდევს – ის, რასაც ვერასდროს შევიყვარებ. არ ვიცი, რას მომიტანს ეს სამი თვე. მაქვს სურვილები და ჯერჯერობით ბუნდოვანი გეგმები. უცნაურია, თითქოს სექტემბერს იანვრის ფუნქციები აქვს მითვისებული – ახალი წლის განწყობას მიჩენს.
მივედ–მოვედები. მინდა, ვწერო. სულ ეს არის. იმ პატარა ამბების მოყოლაც მინდოდა, თითქმის ყოველდღიურად რომ ვაწყდები და ხანდახან კომენტარებსა თუ ტვიტებშიც ვფანტავ. მაგრამ ეს სხვა დროისთვის, ამ პოსტში ადგილი ვერ გამოვუნახე.
ფოტოზე ჩვენი ეზოს კარალიოკია. ცოტაც და ასე შეიფერება: აალდება, თუ ფოთლებიდან მზეს დაუწყებ თვალთვალს. მიყვარს შემოდგომის ფერები, განწყობები თბილი სექტემბერ-ოქტომბრიდან... მე მიყვარს და მჭირდება სითბო.
მიყვარს და მჭირდება.
6 comments:
aseti tbili shemodgoma ishviatia. Sxvatashoris, saocrad melanqoliki var da weliwadis es dro gansakutrebit mighvivebs am tvisebas.
Hoda, kidev - ertxel gadaaxti shens tavs, gaxseni sa-post-e panjara da iladarake mxolod piradulze )) :* <3
იმედია, სეზონის ბოლომდე გვექნება თბილი ამინდი. ჩემს განწყობაზეც მოქმედებს ხოლმე შემოდგომა..
ვცდილობ :* <3 მინდა, დავუბრუნდე ბლოგს და წერას :)
dasvenebis shemdeg samushao garemoshi dabruneba mec zalian gamichirda
da sheni postis mere mivxvdi, rogor menatreboda karalioki :)
ჰოდა, მალე იქნება კარალიოკიც და მისი წითელი ფოთლებიც :))
რევაზ ინანიშვილის რაღაც მოთხრობა მომაგონა შენმა პოსტმა, ქეთი. ისეთი სევდიან–შემოდგომურია.
როგორ მიყვარს კარალიოკი და ქართული კარალიოკის მსგავსი არ არსებობს ქვეყანაზე.
სოფი, შენი კომენტარები გამათბობს ხოლმე :*
Post a Comment