1875–1876 წლებში ჟაკ ტისომ ირლანდიელი ქეთლინ ნიუტონი გაიცნო, რომელიც მისი მუზა და მოდელი გახდა. ტისო ქეთლინს ცხოვრების ყველაზე დიდ სიყვარულად თვლიდა. ქალი 1876 წლიდან სიკვდილამდე (1882) ლონდონში, ტისოსთან ერთად ცხოვრობდა. 1876 წელს შეეძინა ვაჟი, რომლის მამაც, სავარაუდოდ, ტისო იყო. მათ დაქორწინებას ხელი ქეთლინის ირლანდიურმა წარმოშობამ და კათოლიკობამ, განქორწინებულისა და ქორწინების გარეშე შეძენილი შვილების დედის სტატუსმა შეუშალა. ქეთლინმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რისი მიზეზიც ტუბერკულოზით გამოწვეული ტანჯვა იყო.
მისი სიკვდილის შემდეგ ტისო პარიზში დაბრუნდა. აქ, 1885 წელს, მხატვრისთვის მეტად მნიშვნელოვანი გამოფენა მოეწყო – გამოიფინა 15 ნამუშევარი სერიიდან "ქალი პარიზში", რომელშიც თავი მოიყარა სხვადასხვა კლასისა და ტიპის ქალთა პორტრეტებმა. 1880-იანი წლებიდან ტისო რელიგიამ გაიტაცა, რაც მის მხატვრობაზეც აისახა – ასურათებდა ბიბლიას (1886, 1889 და 1896 წლებში ახლო აღმოსავლეთშიც იმოგზაურა, რათა პეიზაჟები და ადამიანების ტიპაჟები შეესწავლა). სულ დახატა 365 ილუსტრაცია გუაშით, რომლებიც კრიტიკოსებმა დიდად მოიწონეს, ხოლო 1900 წელს ბრუკლინის მუზეუმმა შეიძინა. გარდაიცვალა საფრანგეთში, 1902 წელს.
დღევანდელი გამოფენისთვის "კროკეტი" (1878 წ.) შევარჩიე. მასზე ქეთლინ ნიუტონია ასახული.
*
ამ ნახატის გამოფენა არ დამიგეგმავს, მაგრამ ახლა, რატომღაც, ქეთლინის გვერდით ტისოს ავტოპორტრეტის მოთავსებაც გადავწყვიტე.
12–18 სექტემბერი.
4 comments:
მგონი ჩემი ბროუზერი ურევს. სურათს ვერ ვხსნი.
ტომა, ჩემთან იხსნება. აბა, ბლოგის ბოლოში ნახე, იქაც დევს და იქნებ ის მაინც გამოჩნდეს შენთან..
arc iq chans keti. ar vici risi bralia.
gverdi itvirteba, itvirteba itvirteba da mainc araferi chans.
სამწუხაროა :(
ტომა, ახლა სხვაგან ავტვირთე და ლინკებს აქ დავდებ, იქნებ გაიხსნას:
ქეთლინი http://i047.radikal.ru/1109/36/e3a884bf35ad.jpg
ტისოს ავტოპორტრეტი http://s52.radikal.ru/i136/1109/a8/dbd71966d756.jpg
Post a Comment