Friday, November 11, 2011

ლამაზი ადამიანები

როცა დილას ლამაზი ადამიანების ნახვით იწყებ, დღე კარგი გამოდის. ხანდახან ისე ხდება, რომ დღეები გადის და ლამაზ ადამიანს ვერ ხვდები. ისინი, რასაკვირველია, არსებობენ, დადიან იმავე ქუჩაზე, რომელზეც შენ, მგზავრობენ იმავე ვაგონით, რომლითაც შენ, მაგრამ ვერ ამჩნევ. ერთადერთი, რასაც ხედავ, ხალხის სახეებზე არეკლილი საკუთარი მდგომარეობაა. შენი სახე კი სილამაზეს კარგავს, როცა სიმაღლიდან დაშვებულ, უფუნქციო თოკს ემსგავსება. ჰოდა, ის დღე, როდესაც გარშემომყოფებიდან ზოგიერთი, მიუხედავად მათი გამოუძინებელი, დაუდევრადგაკეთებულმაკიაჟიანი, ფიქრში ჩაფლული სახეებისა, ლამაზად მიგაჩნია, უკეთესი უნდა იყოს.
გადმოვაბრუნებ ქვიშის საათს. ვნახოთ.

2 comments:

Toma said...

ზუსტად ოთხჯერ შევეცადე კომენტარის დაპოსტვა, და ახლა მეხუთედ გამოვა მგონია :)

ვწერდი რომ თან გეთანხმები, მაგრამ არის სიტუაციები როცა ისეთ სილამაზეს ხვდები (ხშირად შინაგანი, უბრალოდ რომ ანათებს ადამიანი) რომ მხოლოდ მის გვერდით ყოფნას გამოყავხარ საშინლად ნაცრისფერი მდგომარეობიდან.

Keti said...

კი, ეგაც მართალია, ასეთი შემთხვევებიც მქონია. მიყვარს ადამიანები, შიგნიდან რომ ანათებენ და პოზიტივს გინაწილებენ...

პ. ს. იმედია, დროებითი ტექნიკური პრობლემა იყო :)