ფოტოები, ახლა რომ გამოვფენ, გუშინ გადავიღე. ღამით ბლოგზეც ავტვირთე, მაგრამ ბოლოს ძილი ვამჯობინე და პოსტის დასრულება დღეისთვის გადმოვდე. დღეს კი ზამთარი დადგა. რას წარმოვიდგენდი, მიუხედავად ზამთრისპირისა. თითქოს დღეები გამოვტოვე და სხვა სეზონში გადამსვეს, როგორც მექანიკური თოჯინა: აი, ახლა ზამთრის ანტურაჟია გარშემო, მე კი ტრიალი უნდა განვაგრძო.
მთელი შემოდგომაა, ფერშეცვლილი ხეების გადაღება მინდა. განსაკუთრებით წითელფოთლიანების – ეს ყოველთვის მეტად მომწონდა. ასე მგონია, ზოგიერთი ხის ფოთლებს შემოდგომა განსაკუთრებით უხდება (ალბათ, როგორც ზოგიერთ ადამიანს ასაკში შესვლა).
მოკლედ, ოთხი შემოდგომა:
გარგარი
ატამი
კარალიოკი
ბროწეული
ჩემს ბლოგზე
ხეები მოგროვდნენ.
9 comments:
კარგი ფოტოებია ქეთი :)
და მართლაც მექანიკასავით ვართ: ბრაზ, და უცებ ზამთარია! ;დ
ჰო, არავინ არაფერს გვეკითხება :)
მადლობა, როდე!
კარალიოკის ფოთლებში მინდა ^^
კარგია!:) მესამე (კარალიოკი) განსაკუთრებით. ჩემთან ტულაში –10С უკვე:)))
* ნინა ^^
* არსენ, მადლობა! მეც კარალიოკის ფოთლები უფრო მომწონს :)
წუხელ აქაც ყინავდა, -3С იყო... :))
ყველას კარალიოკის ფოთლები უნდა, მე კიდევ თვითონ ხილი :) უკვე მესამე წელია, ქართული კარალიოკის სეზონს ვტოვებ :/
მართლა ისე უცებ იცის ხოლმე დაზამთრება, როგორც ცხოვრებაში, ყველაფერი ისე სწრაფად იცვლება და ხვდები, რომ სინამდვილეში, ადამიანს, არაფრის შეცვლა შეგიძლია, საკუთარი თავის გარდა.
ძალიან ლამაზი ფოტოებია და სასწაული ფერები.
შემოდგომით ძალიან მიყვარს ხოლმე წითელ-ყვითელი რტოების შინ მოტანა და ლარნაკში ჩაწყობა. წელს ვერ მოვახერხე. შემოდგომას და სახლს ალამაზებს და ახალისებს ხოლმე :)
* სოფი, როგორ მოგენატრებოდა აქაურობა. ახლა გამახსენდა, შარშან წერდი მგონი, ქართული შემოდგომა მენატრებაო... :*
მართლაც ასეა – "საკუთარი თავის გარდა"..
* ბაბისა, მე ფოთლები ამომაქვს ხოლმე ხანდახან :) მადლობა! :*
რა ლამაზიააააააა!
Post a Comment