Saturday, December 31, 2011

გილოცავთ!

ამ საახალწლო საღამოს, როცა ჩემს გასულ წელზე ვფიქრობ, ბურუსიანი დღეები თითქოს გაქრა მეხსიერებიდან და წინ მხოლოდ დადებითი მოიწევს: მშვიდი იყო, სითბოც ახლდა, ჯანმრთელობაც, ერთად ყოფნაც, გარკვეული მიზნის შესრულებაც მოვახერხე; არ დავუტოვებივარ მადლიერების და წვრილმანებით გახარების განცდას, ვწერდი და ვიყავი მკითხველი, ვიღებდი ფოტოებს და შთაბეჭდილებებს და დღეს ცოტა უფრო მეტი ვიცი, ვიდრე წინა წელს. რატომღაც მგონია, რომ ახალი წელი გამორჩეული და კარგი უნდა იყოს. ასეთი განწყობა კი, სულ მცირე, უკეთესობისთვის მოქმედების სურვილს აჩენს.

ჩემი ბლოგის ყველა სტუმარს – ძველ მეგობარს თუ შემთხვევით გამოჩენილს, გილოცავთ ახალ 2012 წელს! წარმატებები მოეტანოს, სიყვარული და ღიმილი არ მოგკლებოდეთ.
მრავალს დაესწარით!



9 comments:

Anonymous said...

იგივე სურვილები ჩემი მხრივაც!
მხოლოდ პოზიტივი :)

Keti said...

როდე, დიდი მადლობა! :)

ჯორჯ პაიკი said...

ქეთი, გილოცავ! :)

Arsen said...

მადლობა!!! მეც გილოცავ მრავალს დაესწარი!!!

Keti said...

ჯორჯ,
არსენ,
დიდი მადლობა!! :)

Toma said...

იქით მოგილოცე და აქაც კიდევ გილოცავ :)

Keti said...

ტომა :*

Kate said...

მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.
მიყვარს ეს ბლოგი. მშვიდი და "უბრალოდ ის" ჩემს გრ-ში. :***

Keti said...

ქეთ <3 დიდი მადლობა, მიხარია შენი სიტყვები! :***